fbpx

5 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თუფაქის მკვლელობის გარშემო ახალი გარემოებები  გახდა ცნობილი

Tupac Shakur

ნეტფლიქსის დოკუმენტურ ფილმში Unsolved: The Murders of Tupac and the Notorious B.I.G. რეპერმა Keefe D-მ აღიარა, რომ სროლის თანამონაწილე იყო და მკვლელობის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მან ასევე თქვა, რომ მკვლელის ვინაობა მისთვის ყოველთვის იყო ცნობილი, თუმცა მისი დასახელებისგან თავს იკავებდა. როგორც ის ამბობს, სროლისას მკვლელთან ერთად თეთრ კადილაკში იჯდა, თუმცა წლების განმავლობაში მის ვინაობას არ ასახელებდა. მისივე თქმით, მის უკან იჯდა მისი ბიძაშვილი და თუფაქის მკვლელობაში ბრალდებული ანდერსონი ორ კრიმინალთან ერთად და სწორედ უკანა სავარძლიდან გაისროლეს.

წყარო: https://www.nme.com

 

სკოტლანდ იარდი კევინ სპეისის საქმეზე დამატებით სამი გაუპატიურების ისტორიას იკვლევს

სავარაუდო დანაშაულები 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მოხდა. ლონდონის პოლიციის ცნობით, საბოლოო ჯამში სპეისის საქმეში გაუპატიურების 6 საქმეა შეტანილი. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სკანდალის შემდეგ ის გაათავისუფლეს Netflix-ის სერიალიდან House of Cards, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა.

წყარო: https://www.theguardian.com/

“სოპრანოს კლანის” წინა ისტორიაზე ფილმს “სამეფო კარის თამაშების” რეჟისორი გადაიღებს

ცოტა ხნის წინ HBO-ს საკულტო სერიალის, “სოპრანოს კლანის” შემქმნელმა დევიდ ჩეისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სოპრანოს ისტორიის დასაწყისზე მხატვრულ ფილმს გადაიღებდნენ. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ამ ისტორიას კინოეკრანზე რეჟისორი ალან ტაილერი გადმოიტანს, რომელსაც უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორებიც არის – “სამეფო კარის თამაშები”, “თორი”, “სექსი დიდ ქალაქში”, Mad Men და ა.შ. ტაილერი წლების წინ თავად “სოპრანოს კლანის” რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორის ამპლუაშიც მოგვევლინა. ფილმის სიუჟეტი 1960-იანი წლებში დაიწყება, როდესაც აფროამერიკელი და იტალიელი მაფიოზები ერთმანეთს სამტროდ გადაეკიდნენ. როგორც ცნობილია, ფილმში სოპრანოს მშობლების პერსონაჟებსაც ვიხილავთ.

წყარო: https://variety.com

 

ლეგენდარული მომღერლის, ტინა ტერნერის 59 წლის შვილმა კრეიგ რაიმონდ ტერნერმა თავი მოიკლა

Craig Raymond Turner dead
კრეიგის ცხედარი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში პოლიციამ აღმოაჩინა. სიკვდილის მიზეზი თავის არეში ნასროლი ტყვია გახდა.

წყარო: https://variety.com

 

2018 წლის სექტემბერში ეკრანებზე კლაივ ტონგის Mara გამოვა, რომელსაც კინოკრიტიკოსები უკვე უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ფილმს

ფილმის სიუჟეტი ფსიქოლოგ კეიტ ფიულერის გარშემო ვითარდება. კეიტი ძილის დროს გარდაცვლილ კაცს ხედავს, რომელიც თავისი ცოლისა და შვილის მკვლელობას შეესწრო. კოშმარული სიზმრებით შეძრწუნებული მთავარი გმირი გადაწყვეტს აღარ დაიძინოს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე ხდება, როგორც მის სახლში მყოფ ბნელ ძალებს სურთ.

წყარო: https://www.youtube.com

 

ამერიკას დამოუკიდებლობის დღე კლერ ანდერვუდმა ყველაზე ორიგინალურად მიულოცა:

Happy Independence Day

A message from the President of the United States.

Gepostet von House of Cards am Mittwoch, 4. Juli 2018

წყარო: https://www.facebook.com/

 

სოფო ბათილაშვილი ზვიად ბოლქვაძესთან და ბენდ “ნიუტონთან” ერთად აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს სასტუმრო “სტამბას” ღია ამფითეატრში

Image may contain: 1 person, standing and text

კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ნუკრი კაპანაძე. ასევე, მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა. 20:30 სთ-დან კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს გაუმასპინძლდებიან კომპანია “ბადაგონის” ცქრიალა ღვინით.

წყარო: https://www.facebook.com

 

ტომ კრუზი 1986 წელს გადაღებული ფილმის, Top Gun გაგრძელებაში, Top Gun: Maverick-ში  მონაწილეობს, მასთან ერთად მაილს ტელერიც ითამაშებს

Image result for Miles Teller to Play Goose’s Son in ‘Top Gun: Maverick’ (EXCLUSIVE)

ფილმის რეჟისორი ჯო კოსინსკი იქნება. ფილმში დაბრუნდება ველ კილმერიც. სიუჟეტი ჯერჯერობით უცნობია. ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 12 ივლისი სახელდება.

წყარო: https://variety.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.