„ლიკანი“ – ქუჩის მუსიკის ტალღა


გააზიარე სტატია

Image may contain: one or more people and text

იქ, სადაც ცოცხალი და თანამედროვე მუსიკაა, იქ, სადაც ენერგიაა, იქ, სადაც იქმნება რაღაც ახალი –  ყველგან „ლიკანია“.

Tbilisi Open Air 2018-ის შემდეგ „ლიკანის“ სცენამ, რომელიც მინერალური წყლის  „ლიკანის” ახალი ეტიკეტის ფორმას იმეორებს, რიყეზე გადმოინაცვლა და სექტემბრის ბოლომდე სწორედ ამ ადგილას იქნება განთავსებული.

სწორედ აქ გაიმართება „ლიკანი“ ქუჩის მუსიკის ტალღა –  „ლიკანის“ ახალი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც, 8 ივლისს, რიყეზე, 19 საათზე კონცერტით შედგება. „ლიკანის“ სცენა რიყეზე ქუჩის მუსიკოსებისთვის მიცემული ახალი და განსხვავებული შესაძლებლობაა. ახალი ინიციატივა ქუჩის მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

ნიკა კოჩაროვი, მუსიკოსი: “ჩემი მუსიკალური კარიერა, 90-იანი წლების შუაგულში, სწორედ ქუჩის მუსიკით დაიწყო. ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელში ვუკრავდი მეგობრებთან ერთად და ჩემი პირველი შემოსავლის წყაროც სწორედ ეს იყო.

მსოფლიოში უამრავი ძალიან ნიჭიერი, პროფესიონალი მუსიკოსი უკრავს ქუჩაში და ძალიან კარგი შემოსავალიც აქვთ ამით. იყო ქუჩის მუსიკოსი, სულაც არ ნიშნავს, რომ ხარ დამწყები და არაპროფესიონალი.

ხანდახან ვფიქრობ, რომ შიმშილი არ მემუქრება, რადგან ყოველთვის შემიძლია ქუჩაში გავიდე და დავუკრა. ეს პროექტი ძალიან საჭირო და დროულია, რადგან თბილისში ქუჩის მუსიკა ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი გამოვლინდება”.

პროექტის ფარგლებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში არაერთი საინტერესო საღამო და ლაივი შედგება. სცენა ბევრისთვის უცნობ, თუმცა ძალიან ნიჭიერ და საინტერესო შემსრულებლებს დაეთმობა – არტისტებს და ბენდებს, რომლებიც თანამედროვე, ქუჩის  მუსიკის ისტორიას ქმნიან.

“ლიკანის“ სურვილია მისი სცენა გახდეს ასპარეზი ახალი თაობისთვის და საღამოს თავშეყრის საყვარელი ადგილი.

ტატა ქათამაძე, “ლიკანის” ბრენდ-მენეჯერი: „ვფიქრობთ, ლიკანის სცენა კარგი ასპარეზია იმ შემსრულებელთათვის, ვინც  ქუჩის მუსიკას ქმნიან. ამით, მათ ეძლევათ შესაძლებლობა გააცნონ საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას თბილისის ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას. მობრძანდით, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ  ცოცხალი მუსიკით და გაიცანით ადამიანები, რომლებიც ქუჩის მუსიკას და თანამედროვე მუსიკის ისტორიას ქმნიან”.

 

8 ივლისს, გახსნით კონცერტს ბახვა ბრეგვაძე და ნათია ბუნტური წაუძღვებიან.

კონცერტის “ლაინ აფი” კი  ასე გამოიყურება:

იოანე არაბული – ULTRATONE

თორნიკე ყიფიანი

Image may contain: 1 person, text

YOUNG GEORGIAN LOLITAZ

Image may contain: 2 people

MOKUMOKU

Image may contain: 4 people, people smiling, text

ღონისძიების გვერდი ფეისბუკზე:
https://www.facebook.com/events/194536501259866/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.