fbpx

On / Off


გააზიარე სტატია

ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება, როდესაც  ხელოვანებმა დიღმის კინოსტუდიის შენობაში  ფართი იქირავეს და სამუშაო სივრცეები შექმნეს. “კინოსტუდიის სახელოსნო” 12 არტისტს აერთიანებდა და 5 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.  მერე წევრთა რაოდენობა თანდათანობით შემცირდა და დარჩა  4 არტისტი. მათ ერთი საერთო ხაზი აერთიანებს – ნამუშევრები ძალიან მკაფიოდ ეხმიანება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას და გამოხატავს ავტორების მოქალაქეობრივ პოზიციას.  “ჩვენ სწორედ სოციალური პრობლემების იდეის გარშემო გავერთიანდით”, – აცხადებენ არტისტები.

ორიოდე თვის წინ “დედიკას გალერეამ” ჯგუფს  სამუშაო ფართი დაუთმო, სადაც ახალგაზრდა მხატვრები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. სწორედ “დედიკას გალერეის” სივრცეში მიიღეს ახალი სახელწოდება ON-OFF.  ცოტა ხნის წინ მათ მე-5 არტისტი – გეგა ქუთათელაძე შეუერთდა. აგვისტოში, გარიყულაში, ფესტივალ“ფესტინოვაზე” ON-OFF ერთობლივი ნამუშევრით წარდგება, ხოლო  პირველ გამოფენას შემოდგომაზე “დედიკას გალერეის” პატრონაჟით და კურატორობით გამართავს. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ისინი ღია არიან სხვა არტისტებისთვის და მათთან თანამშრომლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუკი თანხვედრა იქნება კონცეფციასა და ხედვაში.

 

ON-OFF-ის სამუშაო სივრცე დამთვალიერებლისთვის ყოველთვის ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნამუშევრების დათვალიერება  და შეძენა ათონელის 27-ში, “დედიკას გალერეაში”   შეუძლია.  morning

 

თამარ ხმიადაშვილი

გეგა ქუთათელაძე

დათო კუხალაშვილი

არჩილ კორძაია

 

გიორგი ოტიაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.