fbpx

11 ივლისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

რუსეთში ჰომოფობიის გასაპროტესტებლად ლგბტ აქტივისტებმა მშვიდობიანი პროტესტი The Hidden Flag, იგივე “დაფარული დროშა” მოაწყვეს

Foto-3.jpg

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში. ამავე დროს, მსოფლიოში პრაიდის თვე აღინიშნება. აქტივისტები ამბობენ, რომ მათი პროტესტი სიმბოლურად ფეხბურთს უკავშირდება. აქტივისტები ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან –  ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, ბრაზილიიდან, მექსიკიდან, არგენტინიდან და კოლუმბიიდან არიან. ისინი საკუთარი ქვეყნების ეროვნული ნაკრებების ფორმებში არიან გამოწყობილი, შესაბამისი მიმდევრობით დალაგებისას კი, ეს ფერები ლგბტ-აქტივიზმის სიმბოლოს – ცისარტყელას დროშას ქმნის.

წყარო: http://thehiddenflag.org/

 

მსახიობი ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა

George Clooney

ინციდენტი სარდინიაში მოხდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი მოტოციკლით მგზავრობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

მზიურის პარკის მიტოვებულ საბაგიროში მედიათეკის მოწყობა იგეგმება

Image may contain: outdoor

ამ შენობას წლების წინ თბილისის ერთი უბანი – მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა. თუმცა, უკვე დიდი ხანია, შენობამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. იდეის ავტორებს სურთ, რომ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი, დამაკავშირებელი ფუნქცია დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

მსახიობ ჯონი დეპს ფილმ City of Lies გადასაღებ მოედანზე ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმაში სდებენ ბრალს

აღნიშნული ფაქტი 2017 წლის 13 პარილს მოხდა. როგორც გრეგ ბრუკსი ამბობს, გადაღებები გარეთ მიმდინარეობდა. გრეგი იხსენებს, გადასაღებ ჯგუფს მუშაობის უფლება ერთ-ერთი სასტუმროს გარეთ 7 საათამდე ჰქონდა, სასტუმროს შიგნით კი 10 საათამდე. დეპს უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, მაგრამ სასტუმროს ნებართვა აღარ გაუცია. სწორედ ამან გამოიწვია დეპის აგრესია და ყვირილზე გადავიდა. ყვირილის დროს კი დეპი გრეგს ფიზიკურად შეეხო და მას ხელი ჰკრა. გრეგი იხსენებს, რომ დეპი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

წყარო: https://www.theguardian.com

 

კანის  72-ე კინოფესტივალი 2019 წელს 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება

ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალურად გაავრცელეს.

წყარო: https://www.instagram.com

 

ჯულია რობერტსისა და ლუკას ჰეჯესის ფილმი 2018 წლის 7 დეკემბერს გამოვა კინოეკრანებზე

რეჟისორ პიტერ ჰეჯესის დრამაში, Ben Is Back მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და ლუკას ჰეჯესი ასრულებენ. სიუჟეტის ეპიცენტრში ბენ ბერნსი (ლუკას ჰეჯესი) და ჰოლი ბერნსი (ჯულია რობერტსი) არიან. ბენი ახალი წლის ღამეს სახლში ბრუნდება, ჰოლის ძალიან უხარია შვილის გამოჩენა, თუმცა ფიქრობს, რომ მის თავს რაღაც უბედურება ხდება. დრამის სიუჟეტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება და რობერტსის პერსონაჟი ცდილობს მის ოჯახს ყველაზე დიდი ტრაგედია ააცილოს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ჰოლივუდში ტაილანდის მღვიმედან 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაციის შესახებ ფილმს გადაიღებენ

RTS1V584

კინოკომპანია Pure Flix-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მაიკლ სკოტის თქმით, ისინი დატბორილ მღვიმებში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ისტორიას როგორც მორიგ ჰოლივუდურ წარმატებულ ფილმს, ისე უყურებენ. კომპანიის წარმომადგენლები ოპერაციის ჩატარების ადგილას არაერთხელ შეამჩნიეს. ისინი ცდილობდნენ გასაუბრებოდნენ არამხოლოდ მაშველებს, არამედ გადარჩენილ ბიჭებსა და მათი ოჯახის წევრებს.

წყარო: http://www.newsweek.com

 

მუსიკალური ფესტივალის, Summer Set-ის საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება

Image may contain: mountain, text, nature and outdoor

ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal.

ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი მოდელის კონცეფცია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპს გააერთიანებს.

წყარო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
9 ივლისი - დილიდან 

9 ივლისი - დილიდან 

9 ივლისი - დილიდან 
რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ასტანაში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისთვის „დედე“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.