12 ივლისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დიდი ბრიტანეთის ინფორმაციული უსაფრთხოების სააგენტომ Facebook 500 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა

Image result for Facebook faces £500,000 fine from UK data watchdog

სოციალური ქსელი საკონსულტაციო ფირმა Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დააჯარიმეს. როგორც აღმოჩნდა, Cambridge Analytica უკანონოდ აგროვებდა Facebook-ის მომხმარებლების პირად ინფორმაციას, ხოლო თავად სოციალურმა ქსელმა ვერ უზრუნველყო მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვა. Facebook-ის დაჯარიმების მიზეზიც, სწორედ ეს გახდა. ჯარიმის ოქმში ნათქვამია, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯოკერის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს

Joaquin Phoenix

შეგახსენებთ, რომ Warner Bros. ჯოკერის ისტორიაზე ახალ ფილმს გადაიღებს, რომლის რეჟისორი ტოდ ფილიპსი იქნება,  პროდიუსერი კი – მარტინ სკორსეზე თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოკერის როლზე კინოსტუდიას ლეონარდო დიკაპრიოს მიწვევა სურდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სწორედ ფენიქსზე შეჩერდა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

“სამეფო კარის თამაშების” პრიქველის გადაღებების დრო, გამოსვლის თარიღი და სახელი ცნობილია

სამეფო კარის თამაშების” დასრულების შემდეგ HBO-ზე შოუს პრიქველი გავა, როგორც ცნობილია, არხმა არჩევანი გმირთა ეპოქის შესახებ გააკეთა. ეს სწორედ ის ეპოქაა, როცა თითქმის ყველა ის საგვარეულო ჩამოყალიბდა, რომელსაც ამჟამინდელ შოუში ვხვდებით. ახლახან ცნობილი გახდა, რომ პრიქველზე მუშაობას შოუს შემქმნელები ოქტომბერში, ბელფასტში დაიწყებენ, მისი პრემიერა კი 2020 წელს იგეგმება. სერიალის სახელი სავარაუდოდ The Long Night (გრძელი ღამე) იქნება. 

წყარო: https://www.independent.co.uk

 

“სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი ჯეისონ მომოა სულ მალე ეფლის სერიალში გამოჩნდება

Jason Momoa

სერიალის სიუჟეტი მომავალ დროში ხდება, მომოა კი მებრძოლი ბაბა ვოსის როლს მოირგებს, რომელიც ქალაქის დამცველების არმიის ლიდერია.

წყარო: https://variety.com/

 

მსახიობ რიზ უიზერსპუნს სულ მალე საკუთარი გადაცემა ექნება

Reese Witherspoon will host a show called "Shine On with Reese," which will highlight what "inspires, motivates and gives joy" to female trailblazers as they share "their perspectives on ambition, work, family and hopes for the future."

კომპანია AT&T-სთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, რიზი პოპულარულ ქალებთან ინტერვიუებს ჩაწერს. შოუს სახელწოდებაა “გაანათე რიზთან ერთად”  და ის კვირაში ერთხელ გავა. პირველი გადაცემის სტუმრები დოლი პარტონი და პინკი იქნებიან. პირველი გადაცემა ეთერში 17 ივლისს გავა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ენ ჰეთეუეი და ბენ აფლეკი ერთ ფილმში ითამაშებენ

 Mudbound-ის რეჟისორი დი რისი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ენ ჰეთეუეი შეასრულებს. მსახიობს პარტნიორობას კი უილიამ დეფო და ბენ აფლეკი გაუწევენ. ფილმის სიუჟეტი ჯოან დიდიონის 1996 წელს გამოცემულ ბესტსელერს ეფუძნება. ისტორიის მთავარი გმირი “ვაშინგტონ პოსტის” რეპორტიორი ელენა მაკმაჰონია.

წყარო: http://ew.com/

 

ჯულიანა მური და ემი ადამსი ეი ჯეი ფინის რომანის ეკრანიზაციაში ითამაშებენ

“ქალი ფანჯარაში” – ასე ერქმევა ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ემი ადამსი და ჯულიანა მური შეასრულებენ. ფილმის სიუჟეტი ეი ჯეი ფინის რომანს დაეფუძნება. ისტორიის ეპიცენტრში ფსიქოლოგი ენ ფოქსია, რომელიც აღმოაჩენს, რომ  სივრცის შიშით იტანჯება. სწორედ ამიტომ ის რამდენიმე თვე სახლიდან არ გადის, სვამს წამლებსა და ალკოჰოლს. თუმცა ერთ დღესაც მის მეზობლად საზარელ დანაშაულს შეესწრება. საბოლოოდ მისი არავის სჯერა – არც მეზობლებს, არც ოჯახს, არც პოლიციას, სწორედ ამიტომ მისი მთავარი მიზანი ამ დანაშაულის გამოძიება გახდება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

“სამეფო კარის თამაშების” მერვე სეზონის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა

Image result for 'Game of Thrones' Season 8 Has Ended Filming. Now a Winter of Waiting Begins

HBO-ს საკულტო სერიალი “სამეფო კარის თამაშები” ფინალური, მერვე სეზონით 2019 წელს დაბრუნდება, თუმცა უკვე ვიცით, რომ შოუს გადაღებები ოფიციალურად დასრულდა და როგორც შოუს შემქმნელები გვპირდებიან, წინ ყველაზე სანახაობრივი სეზონი გველოდება.

წყარო: http://fortune.com/

 

ლოკარნოს 71-ე კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

ფესტივალი წელს 1-11 აგვისტოს შვეიცარიაში გაიმართება. ფესტივალის არტდირექტორმა კარლო შატრიანმა ის დღეს გამოაქვეყნა. Piazza Grande-ს პროგრამაში წარდგენილები არიან სპაიკ ლის BlacKkKlansman, ითან ჰოუკის Blaze, ლინო ბროშკას Maynila Sa Mga Kuko Ng Liwanag და სხვა დამოუკიდებელი რეჟისორების ნამუშევრები მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო კონკურსში წარდგენილები არიან ჰონგ სანსუს Gangyun Hotel, აბას ფაჰდელის Yara, რადუ მუნეტანის Alice T და სხვა.

წყარო: https://www.screendaily.com/

 

პროექტ “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში 13 ივლისს, 21:00 საათზე, ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტი გაიმართება

Image result for 13 ივლისს ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტი გაიმართება

ღონისძიება ვარკეთილი 3-ის, პირველ მიკრო-რაიონში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. “თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში შემდეგი ღონისძიება 22 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. ვაკის პარკში მსმენელის წინაშე SWEELINCK ORCHESTRA – ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი წარსდგება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.