გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | The Bubble

The Bubble, ანუ ბუშტი ფინელმა დიზაინერმა ერო აარნიომ 1968 წელს შექმნა.

აარნიო ცნობილია ისეთი ინოვაციური მასალების გამოყენებით, როგორებიცაა, პლასტიკა და ფიბერკასი. ის განსხვავებული იყო სხვა სკანდინავიელი დიზაინერებისგან. მან დაარღვია სკანდინავიური დიზაინის მონაცემები. მისი თითოეული დიზაინი განსაკუთრებულია, იმიტომ რომ სწორედ ასეთი იყო მისი სამუშაო პროცესი. აარნიოს არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი სტუდია. მას მუშაობა სახლიდან უყვარდა და მისი ნამუშევრებიც შესაბამისად იქმნებოდა ოჯახის და მეგობრების შთაგონებით. მისი პირველი ცნობილი დიზაინი, Ball Chair, რომელზეც მან Bubble-ის დიზაინი დააფუძნა, სწორედ ასე შეიქმნა. მას უნდოდა ისეთი სკამი, რომელზედაც ის და მისი ოჯახის სამივე წევრი თავისუფლად შეძლებდნენ დასხდომას.

სკამის მრგვალი დიზაინი ასევე ემსახურება იდეას, რომლითაც ის ქმნის “ოთახს ოთახში” და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იზოლირებული იყოს თუნდაც სავსე სივრცეში. ამჯერად ბურთი გამჭვირვალე შექმნა, როგორც საპნის ბუშტი, რადგან შუქს ოთხივე მხრიდან შემოსვლა შესძლებოდა. დიზაინის მისაღწევად გამოყენებულია აკრილი, რომლის გაცხელების დროს შესაძლებელია საპნის ბუშტის ფორმის მიღება.

სკამის ჭერში დაკიდების იდეა გაჩნდა იმის გამო, რომ დიზაინერმა ვერ დაინახა სხვა საშუალება მის დასადგმელად, რომელიც ჰარმონიაში იქნებოდა სკამის დიზაინთან. შესაბამისად, Bubble საბოლოო სახით შეიქმნა, როგორც ბუშტი, სკამი და საქანელა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.