გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | After Party

დღევანდელი დღის ობიექტია After Party-ის კარადები და ყავის მაგიდები. იტალიურმა ავეჯის ბრენდმა გუფრანმა წარსულში დაბრუნება გადაწყვიტა და მილანის დიზაინის კვირეულის დროს დისკოს მიერ ინსპირირებული ავეჯი და ხალიჩები წარმოადგინა. კონცეფციას „დისკო გურფამი“ ჰქვია და ის აერთიანებს იტალიელი სტუდიო ატელიე ბიაგეტის, სტუდიო GGSV-სა და ჰოლანდიელი დუოს Rotganzen-ის ნამუშევრებს. ამ ახალ დისკო კოლექციას, რომელიც მრავალფეროვან და უნიკალურ ხუთ ტახტს, ფერად ხალიჩებსა და გამორჩეულ დამდნარ დისკო ბურთებს აერთიანებს, სამოცდაათიანი წლების იტალიურ კლუბებში გადავყავართ. კოლექცია რადიკალური დიზაინის მოძრაობას მიჰყვება, რომელიც იტალიაში 1960-იან წლებში იყო პოპულარული და მჭიდრო კავშირი ჰქონდა იმდროინდელ კლუბურ ცხოვრებასთან. რადიკალური დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებსა და შემოქმედებებს დისკო კლუბებში აშენებდნენ, რომლებიც მათ კომერციული და კორპორაციული შეზღუდვების მიღმა ექპერიმენტებისა და ფანტაზიის გამოყენების საშუალებას აძლევდა. სწორედ ასეთი კონცეფციის გაღვიძება ჰქონდა მიზნად დასახული გუფრამის მფლობელ ჩარლი ვეზას.

ამ კოლექციის პირველი ნაწილი Rotganzen-ის ყავის მაგიდებისა და კარადების, After Party-ს სერია გახდა. დიზაინერებმა, რობინმა და ჯოერიმ, რომლებიც ქალაქ როტერდამის გარეუბანში გაიზარდნენ, შექმნეს ორი ყავის მაგიდა და სამი კარადა, რომლებზეც უფორმო, ჩამომდნარი დისკოს ბურთებია ჩამოდებული, რომლებიც სალვადორ დალის დამდნარი საათების სერიას მოგვაგონებს. შთამბეჭდავი დისკოს ბურთები, რომლებიც დიზაინის მთავარ ფოკუსს შეადგენენ შუშის პატარა ნაწილებისაგანაა აწყობილი, რომელიც შუქთან შეხებისას ათასფრად ანათებს. ლაქგადასმული ხის სტრუქტურებზე დომინირებს ამორფული ფორმის, ჩამომდნარი ბურთები, რომლის ბრჭყვიალა, შუშის ფილები მუდმივი სინათლისა და მხიარულების წყაროს წარმოადგენენ. სტრუქტურაში, ემბლემური დისკოს ბურთის გამოყენება, სამი კარადისა და ორი დაბალი მაგიდის კოლექციას თანამედროვეობის სიმბოლოდ აქცევს (contemporary icon). დიზაინის მთავარი კონცეფციის არსი იყო, რომ ხალხისათვის „მელანქოლიურად” შეეხსენებინა მომხიბლავი, გლამურული წვეულებების დროებითი ბუნების შესახებ – ყველა არაჩვეულებრივი საღამო საბოლოოდ მთავრდება და ჩვენ მხოლოდ მისგან ხანმოკლე, ბედნიერი მოგონებებიღა გვრჩება. ეს დამდნარი ბურთები დოსკოზე გატარებული, მხიარული ღამის მოგონებად დარჩა მაყურებელს. ეს არის ვიზუალური მეტაფორა წარსული დიდებისა, გასული დროის.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.