გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | Alfa Romeo Duetto Spider

კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მანქანა 1966 წლის  წითელი Alfa Romeo Duetto Spider-ია, ფილმიდან The Graduate.

ფილმში დასტინ ჰოფმანის პერსონაჟს, 21 წლის ბენს მანქანას მშობლები ჩუქნიან. Alfa Spider ფილმში ხშირად ჩანს და მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც ბენის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მიგვითითებს. აქ ხდება რამდენიმე გადამწყვეტი დიალოგი, რომელიც ცვლის მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას. ფილმის ბოლოს, მთავარი პერსონაჟი მანქანას ბენზინგასამართ სადგურზე ტოვებს და მოძრაობას სირბილით განაგრძობს.

ფილმის საშუალებით მანქანამ საკულტო სტატუსი შეიძინა. 80-იან წლებში სპეციალურად მოდელი Alfa Graduate-ის წარმოება დაიწყო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.