გააზიარე სტატია

მაუმი მიუავაკის Blue Box House

მაუმი მიუავაკი იაპონელი არქიტექტორია.1960-70-იან წლებში არქიტექტორმა ისტორიული იაპონური სოფლები შეისწავლა, რის შემდეგაც მან ეს ინფორმაცია საკუთარ ნამუშევრებში გამოიყენა.

1971 წელს მიუავაკიმ ავანტ-გარდული, მეტაბოლისტების საპირისპირო ჯგუფი ARCHITEXT ჩამოაყალიბა, სადაც ახალგაზრდა იაპონელი არქიტექტორები აიდა ტაკეფუმი, აზუმა ტაკამიცუ, სუზუკი მაკატო და ტაკეიამა მინორუ გაერთიანდნენ. ეს ჯგუფი ასევე ცნობილი იყო “პოპ-არქიტექტურის”, თანდაცვის არქიტექტურის (Defensive architecture), გამქრალი არქიტექტურის (Vanishing architecture) და სიჩუმის არქიტექტურის პოპულარიზაციით. ხშირად მათ ტადაო ანდოს წინამორბედებად მოიხსენიებენ.

კონკრეტულად მიუავაკის დიზაინი 70-იან წლებში ეფუძნებოდა პირველადი არქიტექტურის თეორიას და მათი დამახასიათებელი ნიშნები კუბური ფორმების მანიპულაცია, მკვეთრი ფერები, საინტერესო ფორმის ფანჯრები და თბილი ინტერიერები იყო. ამის მაგალითია Blue Box-იც, რომელიც 1971 წლის ნამუშევარია და ტოკიოში მდებარეობს.

Blue Box-ის ექსტერიერი, როგორც სათაური მიგვითითებს, ლურჯი ფერისაა და არქიტექტორის ამ დროის სტილის ამსახველია. შენობას ერთ მხარეს კონსოლის ტიპის დანამატი აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს ბამბუკს მასში გაიზარდოს. დღეს ბამბუკის მაგივრად აქ დიდი გრაფიტია.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.