გააზიარე სტატია

დენ გრემი

დენ გრემი ამერიკელი ხელოვანი, მწერალი და კურატორია. გრემი  ნიუ-ჯერსიში გაიზარდა. მან ნიუ-იორკში, ჯონ დანიელის გალერეაში გამოფინა სოლ ლევიტის, დონალდ ჯადისა და რობერტ სმიტსონის ნამუშევრები 1964 წელს. გრემი საკუთარ თავს მწერალ ხელოვანადაც მოიაზრებს, რადგან ავტორია არაერთი პუბლიკაციისა. მისი ნამუშევრები კონცეპტუალური ხელოვნების ჟანრში განიხილება და ორიენტირებულია კულტურულ ფენომენებზე, მინის და  სარკოვან სტრუქტურებზე. ასევე მოიცავს ფოტოგრაფიასა და პერფორმანსს.

გრემის კარიერა 22 წლის ასაკში,1964 წელს დაიწყო ჯონ დანიელის გალერეაში, სადაც 1965 წლამდე მუშაობდა, ამ პერიოდში მან უკვე საკუთარი კონცეპტუალური ნამუშევრების შექმნა დაიწყო.   გალერეაში მინიმალისტ არტისტებს ფენდა, როგორებიც იყვნენ – კარლ ანდრე, სოლ ლევიტი, დან ფლავინი და უარდ ჯექსონი. გრემისს ნამუშევრები ყოველთვის კონცეპტუალურ პრაქტიკებს ეფუძნებოდა.

მისი ადრეული შემოქმედება ძირითადად აერთიანებდა ფოტოგრაფიასა და ციფრული თანმიმდევრობით შესრულებულ პრინტებს, რომლებიც ჟურნალებშიც იბეჭდებოდა. გვიანდელ ნამუშევრებში ის უკვე ფიზიკური სტრუქტურების დამუშავებასა და ინსტალაციების კეთებაზე გადავიდა.

მისი პირველ ნამუშევრებს თან ტექსტებიც ახლდა.  მისი სერია ამერიკულ სახლებზე იყო, რომლებიც 1960-იანი წლების ნიუ-ჯერსის გარეუბნების   მონოტონურ და განათებულ სახლებს აღბეჭდავდა, რომლებსაც ამავდროულად მიმზიდველი ელფერი ჰქონდა , ფოტები  ასახავდა არქიტექტურულ შეუთავსებლობას – ისინი პრინტებზე გეომეტრიულად, ტექსტების დართვით იყო განლაგებული.

პრინტების შემდეგ გრემმა საკუთარი კარიერა პერფორმანსებზე მუშაობით, ფილმებით, ვიდეოებით და სკულპტურებით განავითარა. მისი ფილმებია – „როკ-რელიგია“ (1984) და „პერფორმერი.” აუდიტორია, სარკე (1975) ასევე მას ეკუთვნის  ინსტალაცია საჯარო სივრცე|ორი აუდიტორია (1976), გუშინ|დღეს (1975) ინსპირირებულია შიდა და გარე პავილიონების ეფექტით, რომლებსაც ხშირად ვხვდებით მის ნამუშევრებში. მას ასევე  პოპულარულობა მოუტანა სარკეებით გაკეთებულმა ნამუშევარმა „ორი გზის სარკე.“ ამასთან ერთად ის აქვეყნებდა საკუთარ კრიტიკულ და მანიპულაციებით აღსავსე სტატიებს. გრემი გამომსახველობით ინსტრუმენტად ძალიან ხშირად იყენებს სარკეებს, და მათ განლაგებებს ინსტალაციებში არქიტექტურულად გამოსახავს,  ის დამთვალიერებლებს უკმაყოფილებს სურვილს თავიანთი თავი ნამუშევრის ნაწილად აღიქვან, როდესაც სარკეში იყურებიან.

გრემის საკუთარ ნამუშევრებს აღწერს, როგორც გეომეტრიული ფორმების მანიფესტაციას, რომელიც შერწყმულია მაყურებლის ყოფნასთან – უსიამოვნების შეგრძნებასა და ფსიქოლოგიურ განსხვავებასთან,  ეს არის მუდმივი თამაში ჩართულობასა და გამორიცხვის შეგრძნებებს შორის. გრემის ძალიან დიდი კავშირი აქვს ლიტერატურასთან. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ის საკუთარ თავს თავდაპირველად მწერლად მოიაზრებდა, მისი ნამუშევრებიც ინსპირირებულია რამდენიმე ავტორით, მაგალითად, სარტრით, ლაკანით, უოლტერ ბენიამინით. ბენიამინთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ მის ნამუშევრებზე ამ ავტორს ყველაზე  დიდი გავლენა ჰქონდა. ასევე აღნიშნავს, რომ მისი მეგობრები – სოლ ლევიტი, ედ რუსჩა და დონალდ ჯადიც გატაცებულები იყვნენ ლიტერატურით და მათი ინსპირაციებიც ძირითადად ლიტერატურიდან მომდინარეობდა.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.