გააზიარე სტატია

Hear Her | Lilith

რამ განაპირობა შენი მუსიკით დაინტერესება?

ბევრ სფეროსთან მაქვს შეხება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუსიკა უფრო პრიორიტეტული საქმიანობა აღმოჩნდა ჩემთვის.

მუსიკალური სტილი…

მუდმივად რაღაცის ძიებაში ვარ, გააჩნია მომენტებს – ემოციურად რა უფრო ახლოს არის ჩემთან. ამ ეტაპზე 80-90-იანების ჟღერადობას ვანიჭებ უპირატესობას.

ლილითი…

ლილითის შესახებ ერთ-ერთი სპექტაკლის რეპეტიციაზე მოვისმინე, რომელშიც ვმონაწილეობდი. შემდეგ ბევრი რამ წავიკითხე და საკმაოდ საინტერესო მითოლოგიური პერსონაჟია, რომლის გაიგივებაც არ შეიძლება ჩემთან, ისევე როგორც არ შეიძლება მწერალზე თქვა, რომ ყველაფერი, რაც დაუწერია, მისი რეალური ცხოვრებიდან არის აღებული.

იმპულსები, რომლებიც მუსიკის შექმნაში გეხმარება

მუსიკის წერა დაკვრასთან ერთად დავიწყე, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში პაუზა მქონდა. როგორც ადამიანზე, შეიძლება მუსიკაზეც ვთქვათ, რომ გულწრფელია, მაგრამ მეორე მხრივ, ტექნიკურ ცოდნასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც მხოლოდ იმპულსები ვერ დაგეხმარება.

განსაკუთრებული ივენთი, რომელზეც დაგიკრავს ან მოგისმენია

პირველი ლაივი, რამაც ჩემი ელექტრონული მუსიკით დაინტერესება გამოიწვია, Kraidler იყო, ხოლო მეორე, რომლითაც აღფრთოვანებული დავრჩი, Kangding Ray.

როგორ დაახასიათებდი ქართულ საკლუბო სცენას?

ვიტყოდი, რომ ეს ისეთი მოცემულობაა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე მეტად პროგრესულია, სადაც უამრავი ახალგაზრდა, და არა მარტო, იყრის თავს , სადაც განსხვავებების მიუხედავად, ერთმანეთის გვერდით დგომას სწავლობენ და რომელთა ემოციებიც, ასე ვთქვათ, აქ ჩაედინება, რაც გარკვეულ სოციალურ წრეებს ქმნის, რომელიც აქტივიზმშიც ვლინდება, ამის მაგალითია ბასიანი და თეთრი ხმაურის მოძრაობა.

Lilith DJ set

Making of ვიდეო

ავტორი: ნინა პატარიძე

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.