გააზიარე სტატია

კირტენ ბითსის გეომეტრიული აუზების ილუზია

კირსტენ ბითსი  დაიბადა სამხრეთ აფრიკაში 1983 წელს, ხელოვანი ძირითადად ზეთის საღებავებითა და ქაღალდით მუშაობს. მისი ნამუშევრების მთავარი თემა ადამიანების და ბუნების ინტერაქციაა.კირსტენ ბითსის დაკვირვების საგნად  ხშირად იქცევა ლანდშაფტები, რომლებიც ადამიანებმა სარეკრეაციო ზონებად გარდაქმნეს. მისი სიუჟეტები  კეიპ თაუნის მოლივლივე, გეომეტრიულ აუზებსა და გარეუბნებში შემორჩენილ ბაღებს ასახავენ. 

საკუთარ ნამუშევრებში არტისტი  ქმნის სივრცით ილუზიას, მირაჟისეულ, აბსტრაქტულ სიუჟეტებს,  რომლებშიც წამყვანი თემა ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობაა, არტისტი ასახავს  დანაწევრებული ბუნების ელემენტებს, აუზის ნაწილებს, მწვანე საფარების გეომეტრიასა თუ ქვიშიანი სანაპიროს დეტალებს, რომლებიც ხელოვნურად, ადამიანების მიერ არის შექმნილი, თუმცა ამავდროულად ბუნების განუყოფელი ნაწილია.

არტისტი საკუთარ დაკვირვებებს ადგილებსა და ადამიანებზე, წარმავალ მომენტებსა და სიმეტრიაზე აწარმოებს, სივრცითი ილუზია კი – საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება მის სიუჟეტებში.

ბითსის შემოქმედება  ცნობილია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისათვის,  ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა Royal Academy of Arts-ში, ლონდონში, Scuola Internationale di Grafi-ში, ვენეციაში,  მონაწილეობდა კეიპ თაუნისა და იოჰანესბურგის სახელოვნებო ბაზრობებში.

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.