გააზიარე სტატია

რა არის ზეიმი?

ოქროსფერი ქაღალდის შრიალი, ბოთლის ყელიდან ამოვარდნილი საცობის ელეგანტური “პუფ“ და ბოლოს შუშხუნა ოქროსფერივე სითხის შადრევანი, რომლის თეთრ ქაფსაც ოკეანის აზვირთებული ტალღასავით მიაქვს ყველა დარდი და ადგილს მხოლოდ ულევი სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის ტოვებს.

შამპანურის ბოთლის გახსნა, საუკუნეებია განსაკუთრებულ დღესთან და დახვეწილ ელეგანტურობასთანაა ასოცირებული. Moët & Chandon ამ ასოციაციას 275 წელია ქმნის და უფრთხილდება. Moët & Chandon ულევი ფანტაზიის, სილამაზისა და წარმატების სიმბოლოა. ბრენდის დაარსებისთანავე Moët & Chandon-ის შამპანური საფრანგეთის სამეფო კარის საყვარელ სასმელად იქცა. კლოდ მოეს კარგად ესმოდა კლიენტებთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ამიტომ ვერსალის კარზე საჭირო კონტაქტები დაამყარა და სულ მალე კარის მომმარაგებელი გახდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული კლიენტი მადამ დე პომპადური ყოფილა.

მას შემდეგ შამპანური მაღალი წრის საყვარელი სასმელია. მისი შხეფები გამარჯვებულებს ახვევს შუშხუნა ღრუბელში. შამპანურის ჭიქების პირამიდა კი, რომელიც ასე კარგად გამოსდის Moët & Chandon-ს, სიუხვისა და წარმატების სიმბოლოა.

დღეს კომპანია ვენახების 1150 ჰექტარს ფლობს და წლიურად 28 000 000 მილიონ ბოთლ შამპანურს ასხამს. 28 000 000 ბოთლი სიხარული და ზეიმი. 28 000 000 განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი წამი, რომელსაც ადამიანები მთელ პლანეტაზე Moët & Chandon-თან ერთად ატარებენ. ყოველ წამს მსოფლიოში ერთი ბოთლი Moët & Chandon-ი იხსნება.

თუმცა კომპანიისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. Moët & Chandon-მა გადაწყვიტა 9 ივნისი საყოველთაო ზეიმად გამოაცხადოს და ყველას მისცეს საშუალება ოქროსფრად მოციალე ბედნიერების სამყაროს ეზიაროს. ყველა ჩართოს Moët & Chandon-ის სიხარულის ჯაჭვში.

ამ საყოველთაო ზეიმს საქართველოც უერთდება. თუ გსურთ 9 ივნისის მზიანი დღე განსაკუთრებული ელეგანტურობით აღნიშნოთ, Moët & Chandon თბილისის იახტ-კლუბში გელით. ზურკინის და დიჯეი სანდრო ხვედელიანის ენერგია ამ დღეს კიდევ უფრო საინტერესოს, გათამაშებები კი უფრო აზარტულს გახდის. გამარჯვების აღსანიშნავად კი Moët & Chandon-ზე უკეთესს ვერც ინატრებ. ამ მოვლენის ჰაშთაგებია: #MoetMoment #MoetGrandDay. ასე რომ, მოემზადეთ ყველაზე ლამაზი ფოტოების გადასაღებად. 9 ივნისს მთელი მსოფლიო ერთად ზეიმობს.

ბედნიერების წამების ათვლა დღის 12:00-ზე დაიწყება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.