გააზიარე სტატია

Hear Her | Nina Supsa

როდის დაიწყე დაკვრა?

დაკვრა დაახლოებით სამი წლის წინ მე და ანა ჯიქიამ ერთად დავიწყეთ და იმის მერე დრო და დრო ვუკრავ.

ინსპირაცია…

თვითონ მუსიკა და მუსიკოსები.

მუსიკალური სტილი…

ყველანაირი მუსიკალური სტილი მიყვარს, მირჩევნია არ დავყო მუსიკა ჟანრებად, იმდენი საინტერესო მუსიკოსი არსებობს ყველა მიმდინარეობაში, რომ ვერ შემოვიფარგლავ თავს რამდენიმეთი.

რა კომპონენტებისგან შედგება შენთვის იდეალური ტრეკი?

იქედან გამომდინარე, რომ საყვარელი ტრეკები, რაც ახლა მახსენდება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულებია – რაღაც ერთ კონკრეტულ ფორმულას ვერ მოვიყვან.

ალბომი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხშირად უსმენ?

Masterknot  -9-15

სამომავლო გეგმები?

თავს არ მოვიაზრებ პროფესიონალ DJ-იდ, რადგან დროის სიმცირის გამო იმდენ ენერგიას ვერ ვუთმობ, რამდენიც სჭირდება, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩემი ჰობი უფროა, ვიდრე საქმე. მიუხედავად ამისა, მომავალში მსურს უფრო მეტი დრო და ენერგია დავუთმო, რომ მეტად განვვითარდე ამ სფეროში.

 

Nina Supsa DJ set

Making of ვიდეო

ავტორი: ნინა პატარიძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.