არტ-წიგნები საქართველოდან


გააზიარე სტატია

ხელოვანის წიგნი (Artists’ books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი. ხელოვანის წიგნები, როგორც წესი, მცირე ტირაჟით გამოდის ან სულაც რამდენიმე ეგზემპლარი მზადდება ხელით.

ამგვარი წიგნები მოხერხებულია ფოტოგრაფებისთვის, დიზაინერებისთვის, მხატვრებისა და ილუსტრატორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრები წიგნად აქციონ და შესაბამისად უფრო სიცოცხლისუნარიან და ილუსტრირებულ ფორმატში გადაიტანონ, დაურთონ მათ ტექსტები და გასცდნენ მაგალითად, გამოფენების ფორმატს. ჩვეულებრივი წიგნებისგან განსხვავებით, ხელოვანის წიგნები უფრო ექსპერიმენტული ხასიათისაა.

არტისტული წიგნები კულტურის ისტორიისთვის ახალი ხილი როდია, თუმცა განსაკუთრებულ მიმართულებად მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა, როცა ამ ფორმატის გამოყენება აქტიურად დაიწყეს ისეთმა ავანგარდულმა მოძრაობებმა, როგორიცაა დადაიზმი, კონსტუქტივიზმი, ფუტურიზმი და ა.შ.

დღეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ცნობილი ხელოვანი ქმნის წიგნს, მისით ადვილად შესაძლებელია გამომცემლობები დაინტერესდნენ, ბეჭდური ტირაჟით გამოვიდეს და გასცდეს ჩაკეტილ სახელოვნებო სივრცეს. ამ პროცესმა ჩამოაყალიბა სპეციალობა ხელოვნების კურატორები. ისინი მხოლოდ არტისტულ წიგნებზე მუშაობენ და იქმნება გამომცემლობები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ საინტერესო არტისტებს თანამშრომლობისთვის.

გთავაზობთ თანამედროვე ქართველ ხელოვანებს, რომლებმაც სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობისას გამოიყენეს წიგნი, როგორც მედიუმი და რომელთა წიგნების ნახვაც ონლაინ არის შესაძლებელი.

ნატო ბაგრატიონი – ვენერა ობოლაშვილზე

ათუ გელოვანი – Gasoline

ხატია ჩიტორელიძე – რუსთავი

ანკა გუჯაბიძე – რუსთავი

ნინი ხუროშვილი – ელიავას ტერმინოლოგიის გიდი & ბატონები

თამარ ლორთქიფანიძე – ეროტიკული ჩანაწერები

ლადო ლომიტაშვილი – რეტრო პორნ ბუქი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.