ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines


გააზიარე სტატია

 

Le Grand Café Capucines-ში შეგიძლიათ ნამდვილი ფრანგული საღამო მოიწყოთ, პარიზულ ატმოსფეროში. ჟაკ გარსიას მიერ შექმნილი ინტერიერი პარიზული არტ ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი – წითელი ხავერდის სკამებით, მოხატული კედლებითა და ფერადი შუშის ჭერით. ფრანგული ბრასერია 1875 წლიდან ფუნქციონირებს, 24 საათი ღიაა და პარიზელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. საღამოს იქ მისულებს ბევრი ლამაზად ჩაცმული ფრანგი დაგხვდებათ, ამიტომ გირჩევთ, თქვენც ფრანგული სტილი მოირგოთ.

 

 

კარგი იქნება, თუ ვახშამს უგემრიელესი სტარტერით დაიწყებთ – ლოკოკინები და ბატის ფუაგრა აქ განსაკუთრებულია.

რესტორანში მრავალფეროვანი მენიუა, თუმცა Le Grand Café Capucines უახლესი (fresh) ზღვის პროდუქტების ფართო ასორტიმენტით არის ცნობილი. ძალიან გემრიელია გამომცხვარი ვირთევზა უგემრიელესი პიურეთი აგრეთვე სიბასის ფილე კრევეტებით და მიდიებით. ღვინოს კი, კერძის მიხედვით, მომსახურე პერსონალი (სომელიე?) თვითონ აგირჩევთ.

ვახშამი ორ ადამიანს დაახლოებით 80 ევრო დაგიჯდებათ.

გაითვალისწინეთ: თუ რესტორანში მისვლას საღამოს აპირებთ, ადგილები აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

რესტორანთან ახლოს ოპერის მეტროსადგურია, შესაბამისად შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან მარტივად მიხვიდეთ.

მისამართი: 4 Boulevard des Capucines, 75009 Paris, France


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.