ახალი „ჯოკერის“ ერთ-ერთ კანდიდატად ხოაკინ ფენიქსი დაასახელეს


გააზიარე სტატია

Warner Bros.-მა დააანონსა, რომ ჯოკერის ისტორიაზე ახალი ფილმის გადაღებას აპირებს.

ამ თემის გახმაურებისთანავე ჰოლივუდურმა ტაბლოიდებმა დაიწყეს მსჯელობა თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ ჯოკერის როლზე ჯეკ ნიკოლსონის, ჰიტ ლეჯერისა და ჯარედ ლეტოს შემდეგ.

კანდიდატების რიცხვი მრავალფეროვანი იყო, თუმცა მედიას სამი ძირითადი კანდიდატი ჰყავდა – მაიკლ ფასბინდერი, უილიამ დეფო,და ლეონარდო დიკაპრიო.

  

მას შემდეგ, რაც კინოსტუდიამ პროდიუსერად ლეგენდარული მარტინ სკორსეზე მიიწვია, აშკარა გახდა, რომ მისი წყალობით Warner Bros.-ს სურდა მთავარ როლზე ოსკაროსანი დიკაპრიო დაეთანხმებინა.

მიუხედავად ამ მითქმა-მოთქმისა, ცოტა ხნის წინ პრესა ახალმა ამბავმა ააჭრელა – ახალი ჯოკერი არც მეტი, არც ნაკლები ხოაკინ ფენიქსი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ამ ფენიქსი ამ როლს დიდებულად მოირგებდა, თუმცა როცა მსახიობს ერთ-ერთმა გამოცემამ ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ჯოკერის როლზე, მსახიობმა დაბნეულად უპასუხა – “ჯოკერის ახალი ფილმი?!”, საბოლოოდ კი თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა საერთოდ იღებდნენ თუ არა ახალ ფილმს ჯოკერზე და მითუმეტეს, თუ მთავარ როლზე მას განიხილავდნენ.

ჯოკერის ახალი ფილმის გამოსვლამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, შესაბამისად ჯერ კიდევ მოსალოდნელია მედიაში ცნობების გამოჩენა ახალ-ახალი კანდიდატების შესახებ.

თუმცა, ფენიქსის სიტყვები შესაძლოა მხოლოდ პიარის ნაწილი იყოს და ჯოკერის პერსონაჟის როლიც უახლოეს მომავალში სწორედ მან შეიძლება მოირგოს.

წყარო: IndieWire


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.