2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით


გააზიარე სტატია

ბერლინის კინოფესტივალის დასრულებიდან რამდენიმე დღე გავიდა და ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავხედოთ ფესტივალიდან გამოსულ სხვადასხვა გამოცემების მიმოხილვებს 2018 წლის ყველაზე საყურადღებო ფილმების ამოსაცნობად, ბერლინიდან მპოსტავი კრიტიკოსების მიხედვით.



Isle of Dogs (ძაღლების კუნძული) – რეჟისორ ვეს ანდერსონის ეს ფილმი მოგვითხრობს 12 წლის ატარი კობაიაშის ამბავს, რომელიც კორუმპირებული ქალაქის მერის სპეციალური ბრძანებით ქალაქიდან გაძვებული ძაღლების კუნძულზე გაიპარება.

 

Transit (ტრანზიტი) – კრისტიან პეტცოლდის ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება. პარიზის მისადგომებთან უკვე გერმანელების ჯარები დგანან. ფილმის მთავარი გმირი გეორგი მარსელში გარბის, სადაც დაღუპული მეგობრის საბუთებით ცდილობს დაკეტილ საპორტო ქალაქში შეღწევას. იქ გეორგი იდუმალ მარიას გაიცნობს.

 

Heiresses (მემკვიდრე ქალები) – მარჩელო მარტინესის ფილმის მთავარი გმირები ჩელა და ჩიკიტა დიდი ხნის წყვილია. ვალების გამო ჩელას ციხეში სვამენ და ინტროვერტი ჩიკიტა იძულებულია დატოვოს სახლი და თავის შესანახად ახალი გზები ეძებოს.

 

Museum (მუზეუმი) – რეჟისორ ალონსო რუიზპალასიოს ფილმში სტუდენტები ხუანი და უილსონი მექსიკის ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ინკების მეფის აქსესუარებს მოიპარავენ და მხოლოს მოგვიანებით, ტელევიზორში ახალი ამბების ყურებისას მიხვდებიან რომ მთელი ქვეყანა მათ საქციელს მთელი ერისთვის მიყენებულ შეურაცხყოფად აღიქვამს.

 

Utoya 22 July (უტოია 22 ივლისი) – რეჟისორ ერიკ პოპეს ფილმი ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკის ტერორისტულ აქტზე ყვება, რომელსაც 69 ადამიანი ემსხვერპლა. ფილმის გმირი, 19 წლის კაჟა, თავის დასთან ერთად მოსწავლეების ბანაკში ისვენებს.

 

Infinite Football (უსასრულო ფეხბურთი) – კორნელიუ პორიმბოიუს ფილმში ლაპარაკი მუდმივად ფეხბურთსა და მისი წესების სისწორეზე მიდის. ფილმის გმირი ლაურენტიუ გინგჰინა შუახნის ბიუროკრატია, რომელმაც ახალგაზრდობაში ფებურთელობისას სერიოზული ტრამვები მიიღო. დღეს ის ამ თამაშს თავისი გადმოსახედიდან შესვენების გარეშე აფასებს.

 

Profile (პროფილი) – ტიმურ ბეკმამბეტოვის ფილმი გვიყვება ჟურნალისტ ამი უიტაკერის ამბავი, რომელიც „აისისის“ მხრიდან ევროპელი ქალების ტერორისტების მხარეს გადაბირების მექანიზმების გამოსაძიებლად ფეისბუკზე ყალბ პროფილს ხსნის და ნელ-ნელა შედის აკრძალულ ზონაში.

 

Season of the Devil (ეშმაკის სეზონი) – ფილმის რეჟისორი ლავ დიაზი თავის ნამუშევარს ფილიპინურ როკ ოპერას უწოდებს. ფილმის სიუჟეტი 1970-იანი წლების ფილიპინურ ჯუნგლებში ვითარდება, სადაც შეიარაღებული ბანდები ღარიბების თავშესაფრის გამხსნელ ახალგაზრდა ექიმს ქალს იტაცებენ. ჰუგო ჰანივეი მალე თავისი ცოლის საძებნად ჯუნგლებისკენ მიეშურება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.