2 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

მნიშვნელობა არ აქვს, უყურებთ თუ არა – Game Of Thrones-ისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნახოთ, როგორ იღებდა HBO ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ბრძოლის სცენას. ასევე გახარებთ, რომ “მხევლის წიგნის” მესამე სეზონის ფინალური ტრეილერი გამოვიდა. რაც შეეხება შოუს, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამა ეკრანს 5 ივნისს დაუბრუნდება.

 

ბარაკ და მიშელ ობამები ნეტფლიქსთან ერთად ფილმებისა და სერიალების წარმოებას იწყებენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ცოლმა მიშელ ობამამ იმ ფილმებისა და შოუს სია გამოაქვეყნეს, რომელსაც მათი საპროდიუსერო კომპანია Higher Ground Productions ნეტფლიქსთან ერთად გამოუშვებს. ობამების წყვილის ერთ-ერთი პირველი პროექტი დოკუმენტური ფილმი „ამერიკული ფაბრიკა“ იქნება. ასევე სატელევიზიო სერიალი Bloom, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოგვითხრობს. იგეგმება სერიალის გადაღება “ნიუ-იორკ თაიმსის” რამდენიმე სტატიის მიხედვითაც.

წყარო: https://www.nytimes.com

 

მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა The BearFox ბრიტნი სპირსის ჰიტის – Baby One More Time-ის ალტერნატიული ვერსია ჩაწერა.

წყარო: https://www.youtube.com

 

ნახეთ შექსპირის ჰამლეტის ახალი ეკრანიზაციის პირველი ტრეილერი.

ფილმში ნაომი უოთსი დედოფალი გერტრუდას როლს, ხოლო დეიზი რიდლი ოფელიას როლში გვევლინება. ეკრანიზაციის სახელია “ოფელია” და მისი პრემიერა 5 ივლისს შედგება.

წყარო: https://www.youtube.com

 

ნახეთ: ვის რამდენს უხდიან ჰოლივუდში 2019 წელს

Actors Salaries 2019

ჟურნალმა Variety-მა იმ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე მაღალ ხელფასს უხდიან. ჯესიკა ჩესტეინი It-ის მეორე ნაწილში მონაწილეობისთვის 2,5 მილიონს მიიღებს, ხოაკინ ფენიქსი კი ჯოკერის როლისთვის – 4,5 მილიონს. აღსანიშნავია, რომ კვენტინ ტარანტინოს ფილმში, “ერთხელ ჰოლივუდში” მონაწილეობისთვის, თანაბრად – 10-10 მილიონს მიიღებენ მარგო რობი, ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო. ასევე 10 მილიონს მიიღებს გალ გადოტი “ვანდერ ვუმენის” მეორე ნაწილისთვის. სიის სათავეშია რაიან რეინოლდსი, რომელსაც Six Underground-ში მონაწილეობისთვის 27 მილიონს გადაუხდიან.

წყარო: https://variety.com

 

ნახეთ, როგორ იღებდნენ ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სცენას. HBO-მ 40-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იღებდნენ GOT-ის ყველაზე მნიშვნელოვან სერიას – “გრძელ ღამეს”.

წყარო: https://www.youtube.com

 

7 მაისს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში ნათია ფანჯიკიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

Image may contain: 1 person, text

წიგნს “შიშო, გამოდი გარეთ” ჰქვია და ის გამომცემლობა „არტანუჯისა“ და ჟურნალ „ლიბერალის“ ერთობლივი ინიციატივით გამოიცა.

წყარო: https://www.facebook.com

 

ვინსენტ კასელი HBO-ს სერიალში ითამაშებს

Vincent Cassel'It's Only the End of the World' photocall, 69th Cannes Film Festival, France - 19 May 2016

მსახიობი ვინსენტ კასელი HBO-ს Westworld-ის მესამე სეზონში ითამაშებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის როლს მოირგებს კასელი, თუმცა ის სავარაუდოდ უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს. კასელის გარდა HBO-ს სერიალში “მძიმე დანაშაულის” ვარსკვლავი აარონ პოლიც ითამაშებს.

წყარო: https://variety.com

 

ნახეთ: “მხევლის წიგნის” მესამე სეზონის ახალი ტრეილერი.

Hulu-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალი ახალი სეზონით 5 ივნისს დაბრუნდება. სერიალში მთავარ როლს ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი ელიზაბეტ მოსი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com

 

2 მაისს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი გაიხსნება

“უკრაინა ფოკუსის” ფარგლებში თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში” 2-დან 5 მაისამდე გაიმართება. ფესტივალი 2 მაისს, 20:00 საათზე რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის, “ველური მდელო”  ჩვენებით გაიხსნება.

წყარო: http://beta.gnfc.ge


რეკომენდებული სტატიები
1 მაისი დილიდან 
Play Video

1 მაისი დილიდან 

1 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს გაზაფხულის კიდევ ერთი, ბოლო თვე დაიწყო. პირველ მაისს კი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ კიანუ რივზის ახალი ფოტოები, რომელიც შეუდარებელმა მსახიობმა ივ სენ ლორანის კამპანიის ფარგლებში გადაიღო. 
30 აპრილი დილიდან
Play Video

30 აპრილი დილიდან

30 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდანვე გაგაგებინებთ, ვინ გამოავლენს წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელს, შემდეგ კი ლაჟვარდოვანი კანიდან პირდაპირ ცივ და სუსხიან ვინტერფელში გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, როგორ ემზადებიან ახალი ომისთვის ვესტეროსში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.