3 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან მოგიყვებით ამბებს ვირტუოზ ხატია ბუნიათიშვილზე, გაშიშვლებულ ჩანინგ ტატუმზე, მადონას $5 მილიონად შეფასებულ გამოსვლაზე და კანში დაბრუნებულ კვენტინ ტარანტინოზე. რა თქმა უნდა, ტრადიციას არ ვუღალატებთ და “სამეფო კარის თამაშებსაც” შევეხებით, თუმცა, ამჯერად სულ სხვა კუთხით. 

ჯო ჯონასმა და Game Of Thrones-ის ვარსკვლავმა, სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა ლას-ვეგასში იქორწინეს

ცერემონია 2019 წლის Billboard Music Awards-ის შემდეგ გაიმართა. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნო. მაშინ ჯონასმა სოფი ტერნერს ინსტაგრამზე მისწერა, რომ საერთო მეგობრები ჰყავდათ და ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. ჯონასისა და ტერნერის ურთიერთობა კი იმავე წლის დეკემბერში გაოფიციალურდა. 2017 წლის ოქტომბერში კი ჯომ სოფის ხელი სთხოვა.

წყარო: https://www.instagram.com

 

ჩანინგ ტატუმმა ინსტაგრამზე შიშველი ფოტო გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც შეყვარებულთან და მომღერალთან, ჯესი ჯეისთან ჯენგას თამაშისას დამარცხდა, ამერიკელმა მსახიობმა ჩანინგ ტატუმმა ინსტაგრამზე თავისი შიშველი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოში ის შხაპის ქვეშ დგას და სასქესო ორგანოზე ხელები აქვს აფარებული.

წყარო: https://www.instagram.com

 

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამას ტარანტინოს ახალი ფილმი დაემატა

Brad Pitt Leonardo DiCaprio Once Upon a Time in Hollywood

ცნობილი გახდა, რომ კანის კინოფესტივალის საკონკურსო სექციას კიდევ ორი ფილმი დაემატა: კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ, ჰოლივუდში” და აბდელატიფ კეშიშეს – Mektoub My Love: Intermezzo.

18 აპრილს ცნობილი გახდა კანის 72-ე კინოფესტივალის საკონკურსო ფილმები და მონაწილეები. კანის კინოფესტივალს, რომელიც 14-25 მაისს გაიმართება, ჯიმ ჯარმუშის ფილმი The Dead Don’t Die გახსნის. ფესტივალის დაწყებამდე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ფილმი დაემატება სექციებს.

წყარო: https://variety.com

 

ნახეთ: მადონას გამოსვლა  Billboard Music Awards-ზე, რომელიც $5 მილიონი დაჯდა.

5-წუთიან გამოსვლაში ჰოლოგრამა და კომპიუტერული სპეცეფექტები იყო გამოყენებული, რამაც პერფორმანსი ეფექტური და დასამახსოვრებელი გახადა.  

წყარო: https://www.youtube.com

 

უყურეთ: ტეილორ სვიფტის შთამბეჭდავი ნომერი ბილბორდის ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა და ჯგუფმა  “ბრენდონ ურიმ” Billboard Music Awards-ზე ახალი სინგლი ME!  პირველად შეასრულეს ცოცხლად. კომპოზიცია ტეილორის მეშვიდე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: https://www.youtube.com

 

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი პოპულარულ ფრანგულ ტელეშოუს სტუმრობდა.

მუსიკოსმა გადაცემაში ავსტრიელი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის 21-ე საფორტეპიანო სონატა დაუკრა.

წყარო: https://www.youtube.com

 

3 მაისს მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე ახალი ინიციატივის, „ძე – ქართული პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტის ავტორები პრეზენტაციამდე საიდუმლოდ ტოვებენ მის შინაარსს, თუმცა უკვე არსებობს პროექტის ვებსაიტი, პრომო ვიდეო და ინსტაგრამის გვერდი, სადაც სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ.

წყარო: https://www.dzeproject.ge

 

ინსტაგრამი: https://www.instagram.com


რეკომენდებული სტატიები
2 მაისი დილიდან
Play Video

2 მაისი დილიდან

2 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა! მნიშვნელობა არ აქვს, უყურებთ თუ არა - Game Of Thrones-ისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნახოთ, როგორ იღებდა HBO ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ბრძოლის სცენას. ასევე გახარებთ, რომ “მხევლის წიგნის” მესამე სეზონის ფინალური ტრეილერი გამოვიდა. რაც შეეხება შოუს, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამა ეკრანს 5 ივნისს დაუბრუნდება
1 მაისი დილიდან 
Play Video

1 მაისი დილიდან 

1 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს გაზაფხულის კიდევ ერთი, ბოლო თვე დაიწყო. პირველ მაისს კი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ კიანუ რივზის ახალი ფოტოები, რომელიც შეუდარებელმა მსახიობმა ივ სენ ლორანის კამპანიის ფარგლებში გადაიღო. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.