“ქოლგა თბილისი ფოტო 2019”-ის გამარჯვებული ნამუშევრები ცნობილია


გააზიარე სტატია

ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს მე-18 დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია 3 მაისს თბილისში გაიმართა.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ორმოცამდე დამწყებმა და პროფესიონალმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. თბილისის მერიამ კონკურსანტებისთვის ტრადიციულად საპრიზო ფონდი 7500 დოლარის ოდენობით დააწესა.

გამარჯვებულები გამოვლიდნენ შემდეგ ნომინაციებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი, საუკეთესო პორტრეტი, მობილური ფოტოსესია და NEWCOMER AWARD, რომლის გამარჯვებულ 25 წლამდე ახალგაზრდა ფოტოგრაფს პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობის მიზნით, პრემიის სახით $500 გადაეცა.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები, რომლებიც, როგორც ყოველთვის, წელსაც საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლენა, არიან:

ნომინაცია კონცეფტუალური სერია — გამარჯვებულია ქეით მელორი “გამოსახულების ტოპოგრაფია”

ნომინაცია ერთი კადრი — გამარჯვებულები არიან ნაიჯელ დიკინსონი და იელენა იანკოვიჩი “სელფის კულტურა”

ნომინაცია რეპორტაჟი — გამარჯვებულია მუსტაფა პასონა “პალესტინელების პროტესტი დაბრუნების უფლებაზე”

ნომინაცია საუკეთესო პორტრეტი — გამარჯვებულია მიხაილ გრებენშჩიკოვი “კონტური”

ნომინაცია დოკუმენტური სერია — გამარჯვებულია ფაუსტო პოდავინი “და ამოვაშრობ მდინარეებს”

ნომინაცია მობილური ფოტოსერია – ლორენცო მანჯიალარდი “ჩემს სულს შენ გაბარებ”

დაჯილდოების ცერემონიალის მსგავსად, წლევანდელი საგამოფენო კვირეულიც განსაკუთრებული იქნება. თბილისში ისეთი დონის ფოტოგრაფების ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა გვექნება, როგორებიც არიან მარკ რიბუ და იონას ბენდიქსენი.

პროგრამა

საგამოფენო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ასევე  World Press Photo-ს წლევანდელი გამარჯვებულის, სანე დე ვილდეს და ფოტოგრაფ ბენედიქტე კურზენის ჯგუფური გამოფენა — Tales of Island.

ფოტოექსპერტები და პროფესიონალი ფოტოგრაფები “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში სემინარებს, უფასო ვორქშოფებს და პორტფოლიოების განხილვებსაც გამართავენ.


რეკომენდებული სტატიები
მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო

მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო

მეორე მსოფლიო ომში, ოდრი ჰეპბერნი ჰოლანდიური წინააღმდეგობის ჯაშუში იყო
დღეს ოდრი ჰეპბერნის დაბადების დღეა. თუმცა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს ჰქონდა სხვა როლიც, რომლის შესახებ თითქმის არავინ იცოდა
ძე_ ქართული პროექტი

ძე_ ქართული პროექტი

ძე_ ქართული პროექტი
რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში უცნაური პოსტერები გამოჩნდა, რომელიც იდუმალებით იყო სავსე. გაჩნდა კითხვა — რა არის Dze_Georgian Project?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.