ახალი-მზიურის-კაფეში-თავისუფალი-კინოჩვენებების-ახალი-სეზონი-გაიხსნა


გააზიარე სტატია

თბილი ამინდების დადგომისთანავე ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ადგილის, მზიურის პარკის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს — წელს ახალი მზიურის კაფემ კინოჩვენებების მეოთხე საზაფხულო სეზონი გახსნა. კინოჩვენებების სეზონი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და კინომოყვარულებს საყვარელი ფილმების ქართულ ენაზე ნახვა ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე შეეძლებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მზიურის სოციალური კაფე სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ასე რომ, თუ არ იცით სად და როგორ გაატაროთ პარასკევის თბილი საღამო, ან იცით, რომ მთელი ზაფხული ქალაქიდან ვერ გახვალთ, გახსოვდეთ, რომ ახალი მზიურის კაფე ყოველთვის მზად არის, რომ სასიამოვნო გარემოში, ყველაზე საინტერესო ფილმებით გაგიმასპინძლდეთ.  

ყველაფერი 2016 წელს დაწყო, როდესაც მზიურის ტერიტორიაზე სოციალური კაფე გაიხსნა და მალევე გახდა სტუდენტების, შეყვარებული წყვილების, მეგობრებისა, თუ ოჯახის წევრების საყვარელ გასართობ ადგილად, სადაც განტვირთვა და საუკეთესო დროის გატარებაა შესაძლებელი.

იმისათვის, რომ იქაურობას კიდევ უფრო მეტი სოციალური დატვირთვა ჰქონოდა, ერთ ზაფხულს გადაწყდა, რომ მზიურის კაფეში თავისუფალი კინოჩვენება გამართულიყო და ასეც მოხდა — “პატარა პრინცის” სეანსით დაწყებულ ჩვენებას, სხვა საინტერესო ფილმებიც  მოჰყვა და ასე იქცა მზიურის ახალი კაფე სადისკუსიო, საგანმანათლებლო და შემეცნებით სივრცედ.

ჩვენებებს მზიურის კაფე ფონდ აჰუაჰუსთან ერთად აწყოს და ამ ისტორიის მთავარი გმირები სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც კინო ნამდვილად უყვარს. მოხალისეები ჩვენებებს სადისკუსიო ფორმატში ატარებენ და სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელთან ერთად ფილმებს განიხილავენ ხოლმე.

გარდა იმისა, რომ აქ ყველანაირი კინოგემოვნების ადამიანს შეუძლია სასურველი ფილმის ნახვა, მზიურის კაფე საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალურ თემებზე თემატურ ჩვენებებსაც აწყობს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე 2017 წლის 17 მაისი იყო, როდესაც ერთი უწყინარი კინოსეანსი მალევე გადაიზარდა ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანების თავდასხმის სამიზნედ — მზიურთან თავი მოიყარეს ჰომოფობიური განწყობების მქონე პირებმა, მათი მიზანი, რა თქმა უნდა, კინოჩვენების ჩაშლა იყო.

მიუხედავად ასეთი ინციდენტისა და ექსტრემისტული დაჯგუფების პროტესტისა, კინოჩვენებები გაგრძელდა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბებიც მიიღო.

 


რეკომენდებული სტატიები
ძე_ ქართული პროექტი

ძე_ ქართული პროექტი

ძე_ ქართული პროექტი
რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში უცნაური პოსტერები გამოჩნდა, რომელიც იდუმალებით იყო სავსე. გაჩნდა კითხვა — რა არის Dze_Georgian Project?
Tbilisi Newcomers-ის მეორე შესარჩევი ეტაპი მაისის დასაწყისში გაიმართება
Play Video

Tbilisi Newcomers-ის მეორე შესარჩევი ეტაპი მაისის დასაწყისში გაიმართება

Tbilisi Newcomers-ის მეორე შესარჩევი ეტაპი მაისის დასაწყისში გაიმართება
Tbilisi Open Air-ის სულისჩამდგმელი Altervision Group-ის პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.