fbpx

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-13 მაისს გაიმართება


გააზიარე სტატია

8-დან 13 მაისის ჩათვლით საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi გაიმართება, რომელსაც კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ.

CinéDOC-Tbilisi 8 მაისს, 20:00 საათზე სანდერსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით, Honeyland-ით (“თაფლის მიწა”) გაიხსნება.

ფესტივალის სლოგანია Connecting Thoughts, ანუ “დააკავშირე ფიქრები”, რომლითაც ის მაქსიმალურად უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებსაც სთავაზობს – რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.

წელს ფესტივალის “სტუმარი ქვეყანა” უნგრეთია, რომელიც წარმოდგენილი იქნება უახლესი, გამორჩეულად საინტერესო დოკუმენტური ფილმებით. ასევე პირველად მოხდება სრულიად ახალი ტალანტების წარდგენაც კავკასიის ქვეყნებიდან.

 

Civil Pitch-ის ფარგლებში CinéDOC-Tbilisi კვლავ აკავშირებს ერთმანეთთან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს. პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია ბავშვებისთვის განკუთვნილი CinéDOC, Erotic DOX კი კვლავ ფესტივალის ფოკუსშია და ამ სექციაში ამჯერად ქალის ეროტიკულ გამოცდილებაზე მოგვითხრობენ.

 

6-დღიანი კინოფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ჩვენებების შემდეგ კი მაყურებლებს   შესაძლებლობა ექნებათ ფილმების რეჟისორებს, პროდიუსერებსა და მთავარ გმირებს შეხვდნენ და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო დისკუსიები გამართონ. ფესტივალი არ ჩაივლის ტრადიციული მასტერკლასებისა და ტრენინგების გარეშე.

 

წელს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის, One World-ის დირექტორი ონდრეი კამენიცკი (ჩეხეთი), ქართველი კინორეჟისორი მარიამ ჭაჭია, Current Time TV-ის მთავარი რედაქტორი კენან ალიევი, პროდიუსერი და კინორეჟისორი პეტრა სელისკარი (სლოვენია), პროგრამის – Astra Film Festival-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩილა კატო და ცნობილი კინოკრიტიკოსი ტუე სტინ მულერი იქნებიან.

 

ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ასევე ეწვევიან: ცნობილი რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი, Honeyland-ის ოპერატორები ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა, ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი, ფილმის, Disappearance of My Mother-ის  (“დედაჩემის გაუჩინარება”) მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი და ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი.

ფესტივალი თბილისში გამართული კინოჩვენებების შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას და საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში 120 კინოჩვენების გამართვას გეგმავს.

 

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, Doc Lounge – შვედეთი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრი, კავკასიური სახლი,   “ღვინის ბაღი” მარჯანიშვილზე, სასტუმრო “იბისი”, “ვიზეარი”, საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

 

CinéDOC-Tbilisi საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიით 13 მაისს დაიხურება.


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით
ონლაინ სერვისმა TripAdvisor-მა  იმ ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩადიოდა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის
ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?

ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?

ჩემპიონთა ლიგა ინგლისელების გარეშე?
სტატია იმის შესახებ, თუ როგორ დაასამარა ლიონელ მესიმ “ლივერპულის” წლევანდელი გეგმები - ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ნახევარფინალების განხილვა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.