8 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დილიდან შეგახსენებთ, რომ “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის დასრულებამდე სულ ორი სერია დარჩა და კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა – ბოლოს და ბოლოს, ვინ დაიკავებს რკინის ტახტს?! როგორც აღმოჩნდა, მწერალ სტივენ კინგს შვიდი სამეფოს სამართავად უკვე შერჩეული ჰყავს თავის ფავორიტი და ის არც დეინერის ტარგარიენია, არც ჯონ სნოუ და არც რომელიმე სტარკი. 

 

6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯესი ჯეის კონცერტი გაიმართება

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. ჯესი ჯეის მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაურობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს. ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე  დაიწყება საიტებზე – TKT.ge-ზე და Eventer.ge-ზე.

 

მსახიობ ემი შუმერს ბიჭი შეეძინა.

ემის და მის მეუღლეს, კრის ფიშერს პირველი შვილი შეეძინათ. ფოტო და ინფორმაცია თავად ემი შუმერმა გაავრცელა ინსტაგრამზე.

წყარო: https://www.instagram.com

 

„მხევლის წიგნისა“ და „შერლოკის“ მსახიობები – ელიზაბეტ მოსი და ბენედიქტ კამბერბეჩი ტომას სავაჯის ნოველის ეკრანიზაციაში ერთად ითამაშებენ.

ნოველაში მოქმედება მონტანაში ვითარდება, სადაც ორი ძმა – ფილი და ჯორჯი ერთი რანჩოს მფლობელია. ჯორჯი ფარულად ქორწინდება ქვრივ როუზზე. როცა ფილი ამის შესახებ შეიტყობს, ის ძმას ნამდვილ ომს გამოუცხადებს.

წყარო: https://deadline.com

 

ვიდეო: ლედი გაგა მეთ გალას წითელ ხალიჩაზე ოთხი განსხვავებული კოსტიუმით გამოცხადდა.

წლევანდელ მეთ გალაზე შეუდარებელმა ლედი გაგამ პირდაპირ წითელ ხალიჩაზე გამოიცვალა და ოთხი სხვადასხვა კოსტიუმი მოირგო. ოსკარის მფლობელ მუსიკოსს წვეულებაზე მაქსველის დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა.

წყარო: https://www.youtube.com

 

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდების გამოსვლის თარიღები ცნობილია:

მომდევნო 3 ფილმიდან პირველი ეკრანებზე 2022 წლის 16 დეკემბერს გამოვა, მეორე 2024 წლის 20 დეკემბერს, მესამე კი 2026 წლის 18 დეკემბერს.

წყარო: https://www.cnet.com

 

სტივენ კინგი ფიქრობს, რომ შესაძლოა რკინის ტახტი ტირიონ ლანისტერმა დაიკავოს

მწერალი სტივენ კინგი ვარაუდობს, რომ “სამეფო კარის თამაშების” ფინალში შესაძლოა დეინერის ტარგარიენი და ჯონ სნოუ დაიღუპონ, რკინის ტახტი კი ტირიონ ლანისტერს დარჩეს. საკუთარი მოსაზრება ლეგენდარულმა მწერალმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„უბრალოდ ვივარაუდოთ, რომ ჯონი და დენი მოკვდებიან (სერსისთან ერთად, რა თქმა უნდა). ვივარაუდოთ, რომ რკინის ტახტზე ავა პატარა კაცი დიდი გულით”, – დატვიტა სტივენ კინგმა.

წყარო: https://mashable.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.