„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი


გააზიარე სტატია

თბილისს ახალი, საინტერესო გასტრონომიული სივრცე შეემატა. ზაარბრიუკენის მოედანზე, სასტუმრო „MOXY”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი – „პური გულიანი“ გაიხსნა.

 

 

„პური გულიანი“ უნიკალური კონცეფციის მქონე, სრულიად განსხვავებული კვების ობიექტია, სპეციალურად შექმნილი მენიუთა და ინტერიერით, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა.

პროექტზე, წამყვანი საინვესტიციო კომპანია „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის დაკვეთით, კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო, „გასტრონავტმა“ იმუშავა.

 

 

გულთბილი შეხვედრების ადგილი, „პური გულიანი“, ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვისაა გათვლილი საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის.

 

 

გულიანი პურ-ფუნთუშეული, მადისაღმძვრელი კერძები და დესერტები, ქართული ხორბლითა და საქართველოს რეგიონებიდან სეზონურად საგულდაგულოდ შეკრებილი,  პროდუქტებით მზადდება, რომელთაც ახლადდაფქვილი არომატული ყავის გემო კიდევ უფრო პიკანტურსა და მიმზიდველს ხდის.

 

 

ბრენდის, მიზანია ადამიანებისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ისტორიების გაზიარება. ღია, ნათელი ინტერიერის, საინტერესო გემოებისა და პერსონალის კეთილგანწყობით, „პური გულიანი“ ახალი ნიშის – ქართული სახაბაზოს ათვისებას აპირებს.

„გულიანი” მთავარი ემოციური ელემენტია, რომელსაც თავად ბრენდი ემყარება.

სწორედ ამ ემოციებზე დაყრდნობით განხორციელდა კამპანია „უბრალოდ გულიანი“-ც, რომლითაც ბრენდი „პური გულიანი“ ბაზარზე გამოჩნდა. კამპანიის კონცეფცია კომპანია „გასტრონავტს“ ეკუთვნოდა და მისი მთავარი იდეა, გულიანი საჩუქრების გაზიარებას გულისხმობდა. გულდასმით შერჩეული ტკბილეულის ყუთები, ახლობელ ადამიანებს ერთმანეთის სახელით გაეგზავნათ, რამაც  სასიამოვნო დაბნეულობა გამოიწვია.

 

ამით ბრენდს სურდა საზოგადოებისთვის „უბრალოდ გულიანი“, თუნდაც უმნიშვნელო საჩუქრების მნიშვნელობა შეეხსენებინა და მათში გულწრფელი ემოციები გამოეწვია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.