გამწვანება ციფრებში – 37 000 ხე – “მწვანე ქალაქი ლისზე”


გააზიარე სტატია

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

კომპანია “ლისი დეველოპმენტი” განუხრელად იცავს ფუნდამენტურ პრინციპს – გაამწვანოს უფრო მეტი ტერიტორია და ნაკლები ფართობი დაუთმოს მშენებლობას.  კონცეფცია 80/20 – კომპანიის ამოსავალი წერტილია, რომლის მიხედვითაც 80% გამწვანებას ეთმობა, 20% კი მშენებლობას. გამწვანების ასეთი მასშტაბური სტრატეგიით და გეგმით “ლისი დეველოპმენტმა”  უნიკალური პრეცედენტი შექმნა და მომხმარებელს გამორჩეული ეკოლოგიური გარემო შესთავაზა საცხოვრებლად. პროექტის – “მწვანე ქალაქი ლისზე” მიმდინარეობის პერიოდში 37 000 ხე დაირგო. ეს შთამბეჭდავი ნიშნული კი  იმ პრინციპების შედეგია, რომელსაც კომპანია დაარსების დღიდან არ ღალატობს.

საცხოვრებელი კომპლექსის – “მწვანე ქალაქი ლისზე” გამწვანების შედეგი – 37 000 ხე –  მართალია, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ თუ “ლისი დეველოპმენტის” ქალაქში  მოხვდებით, იქაური გარემო უფრო მეტად შთამაგონებელი გახდება თქვენთვის.

წლის ნებისმიერ სეზონზე ლისზე, მწვანე ქალაქში ყოველთვის ყვავის რომელიმე მცენარე.  აპრილ-მაისში ფოტინია წითლდება, ტირიფები კიდევ უფრო მწვანდება და ასევე ყვავის უნაყოფო წითელი ტყემალი. გაზაფხულის ნიავი წიწვოვანი მცენარეების სასარგებლო მტვერს ფანტავს ირგვლივ. მთელი ზაფხულის განმავლობაში კი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ხვიარა ვარდები აყვავდება და თავს მოიწონებს უხვი ყვავილებით.

“ლისი დეველოპმენტის” ქალაქში ისეთი მცენარეები ხარობს, როგორიცაა, მაგალითად: ფოტინია, ფიჭვი, ვერცხლისფერი ნაძვი, არიზონას კვიპაროსი, ფშატი, აბელია გრანდი, სოფორა, რუბინია  და ასევე უამრავი ტირიფი.

საბორდიურე ღობეებად კომპანია  მარადმწვანე მცენარეებს იყენებს – ტუიას, ლეილანდს, კვიპაროსს, ლიგუსტრუმს.  ლისის მწვანე ქალაქში უმეტესად მარადმწვანე მცენარეები ჭარბობს, რადგან ისინი უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფენ.

მცენარეების უმეტესობა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის ეზოებშია გაშენებული, სამეფო ნიშნითაა დაჯილდოებული, მაღალი ხარისხით გამოირჩევა და იტალიიდან ჩამოაქვთ. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გადის ფიტოსანიტარიას, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე მაქსიმალურადაა დაცული დაავადებებისგან. საცხოვრებელი კომპლექსის მებაღეები კი ზრუნვას არ აკლებენ. მცენარეები დღეში ორჯერ ირწყვება და 30-მდე მებაღე უვლის მათ. მებაღეები  დიდ დროს უთმობენ ბალახის მოვლას და ცდილობენ, მაქსიმალურად ბიომეგობრული სასუქები გამოიყენონ მცენარეებისთვის, რომ დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.

კომპანიამ რთული რელიეფის გასაკეთილშობილებლად უზარმაზარი სამუშაო გასწია და მცენარეები მხოლოდ ნიადაგის ანალიზის, შესწავლის და კვლევის შემდეგ დარგეს. იმ ადგილებში, სადაც ლისის კლდოვანი, რთული რელიეფი  წყალს არ ატარებს, კომპანია ცარიელს არ ტოვებს და ცდილობს მინდვრის ალტერნატივა გამონახოს – ნიადაგს ისეთი მცენარეები შეურჩიოს, რომელიც იქ ნამდვილად გაიხარებს.

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ლისის მწვანე ქალაქის საცხოვრებელ კომპლექსში ქუჩებს მცენარეების სახელები აქვს: თუთის, ტირიფების, მუხის ქუჩები  და ა.შ. ქუჩის დასახელებებიც კი კომპანიის კონცეფციას – 80/20-ს ეხმიანება – მეტი ხე, მეტი ჟანგბადი, უკეთესი ეკოლოგიური გარემო და სიჯანსაღე ჩვენ ირგვლივ.

კომპანიაში არ ფიქრობენ, რომ გამწვანებისთვის დათმობილი ტერიტორია დაკარგულია, პირიქით, ასეთი პრეცედენტით “ლისი დეველოპმენტი”  ახალი ცხოვრების სტილს და ჯანსაღი ცხოვრების კულტურას ამკვიდრებს.

 


რეკომენდებული სტატიები
"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა

"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა

"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა
სანერგე “ლისი გრინსი” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.  ის გამოირჩევა განსაკუთრებით ხარისხიანი და მრავალფეროვანი მცენარეებით, რომელიც ექსკლუზიურად ჩამოაქვთ იტალიიდან
სიმწვანე შენი  სახლიდან

სიმწვანე შენი სახლიდან

სიმწვანე შენი  სახლიდან
,,ლისი დეველოპმენტის” პროექტი “მწვანე ქალაქი ლისზე” 80/20-ის უნიკალური კონცეფციის ღერძზე დგას, რაც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% კი გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას ეთმობა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.