გამოდი გარეთ! – Moku T საპროტესტო მოძრაობას სიმღერას უძღვნის


გააზიარე სტატია

ყოფილი პირველი ლედის, KayaKata-სა და სხვა შემსრულებლების შემდეგ, ქართველმა მუსიკოსმა Moku T რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტს სიმღერა მიუძღვნა.

“შენ ხარ იარაღით ხელში, როცა შენზე უარია
შენ ხარ ძალადობის ელჩი, უკვე ამოხვედი ყელში
უკლავ მამებს შვილებს, შემდეგ სულის სარკეებს უმიზნებ
შუშის სასახლის დარაჯი ხელებაწეულებს მისდევ.”

როგორც ცნობილია, შაბათს, 19:00-ზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე “თავისუფლების მარში” გაიმართება.

მარშის მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის – გიორგი გახარიას გადადგომაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.