ნახეთ: შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის ემოციური თრეილერი


გააზიარე სტატია

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ წელს საქართველოს სახელით ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე მოსახვედრად რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” იბრძოლებს. 

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დღეს ფილმის პირველი თრეილერი გაავრცელა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს აგვისტოს ომის სიმძიმეს და დაღუპული მებრძოლების გმირობას. 

ფილმი 11 წლის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შინდისის გმირების შესახებ მოგვითხრობს. შესაბამისად, ფილმის სცენარი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი დაიღუპვის ამბავს გვიყვება. 

ფილმის მთავარი გმირები ის ქართველი ჯარისკაცები არიან, რომლებმაც სამშობლოს დაცვას თავი დაუფიქრებლად შეწირეს — ფილმის სცენარი, რომელიც ოსკარის ნომინაციის მისაღებად იბრძოლებს, ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადასაღებად კულტურის სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 ათას ლარზე მეტი გამოყო.

დიტო ცინცაძის ფილმში მთავარ როლებს დათო ბახტაძე, გოგა პიპინაშვილი, გიორგი ხურცილავა, ქეთა შათირიშვილი და სხვა მსახიობები ასრულებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.