fbpx

პარიზში, გალერეა “სულტანაში” სალომე ჯოხაძის ნამუშევრები გამოიფინა


გააზიარე სტატია

15 თებერვალს პარიზში, გალერეა სულტანაში ჰენრი დარგერის შთაგონებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. დარგერის ნამუშევრებთან ერთად გამოფენაზე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, სალომე ჯოხაძის ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. გამოფენას ფრანგი კურატორი, ჯულია მარჩანდია ჰყავს, რომელის კურატორობითაც ზაფხულში, თბილისში ელენე აბაშიძის სივრცეში, e.a. shared space-ში ფრანგი არტისტის, Lisa Signorini-ს გამოფენა გაიმართა.

ჰენრი დარგერის ნამუშევრები მისი სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს, რადგან სიცოცხლეში მას არასოდეს უფიქრია, რომ ხელოვანი იყო. ჰენრი დარგერი მთელი ცხოვრება დამლაგებლად მუშაობდა და მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი სალომე ჯოხაძის ნამუშევრები, ისევე როგორც ჰენრი დარგერის ნამუშევრები, ფანტასტიკურ არსებებზეა. ეს არსებები სალომეს წარმოსახვითი დამცველები არიან. საინტერესოა, რომ ორივე არტისტთან მთავარი პერსონაჟები ქალები არიან. ზოგადად დარგერი თვლიდა, რომ ქალები უფრო ძლიერი არსებები არიან და თავის ნამუშევრებში სამყაროს მხსნელებად, სწორედ ქალი პერსონაჟები ჰყავს წარმოდგენილი

 

3,098 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.