fbpx

პაროდია: როგორ გადავურჩეთ გლობალურ მომაკვდინებელ ვირუსს?


გააზიარე სტატია

 

“რეალურად, არავის შეუძლია სხვაზე იფიქროს განსაკუთრებულ კრიზისულ ვითარებაშიც კი”. – ალბერ კამიუ


პროექტის ავტორი: მაქს ზიდენტოფი

 

თუკი ვინმეს აწყენინა, ავტორი ბოდიშს უხდის, მაგრამ მისი ნამუშევრების მიზანია, გამოიყვანოს ადამიანები კომფორტის ზონიდან და მოვლენებს სხვა  როგორც – დადებითი, ასევე – უარყოფითი კუთხით შეახედოს. რადგანაც ყოვლისმომცველი პარანოია და მედიის მიერ საკითხის გაშუქების ტენდენცია, მისი აზრით, სახალისო სულაც არ არის.

თავისი ფოტოგრაფიული ნამუშევრების სერიას ასე უწოდა – „როგორ გადავურჩეთ  გლობალურ მომაკვდინებელ ვირუსს“. გერმანელ-ნამიბიელი დიზაინერის, მაქს ზიდენტოფის შემოქმედების მთავარი თემა წლის პროტაგონისტი – კორონა ვირუსია. ზიდენტოფმა ყოველდღიური მოხმარების საგნები გარდაქმნა ნიღბებად, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის მასობრივ სიმბოლოდ იქცა. 

ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით არაერთი რასისტული რეპორტი გამოიცა ჩინელი მოსახლეობის მისამართით. ზიდენტოფმა მოგვიანებით განმარტა, რომ მისი ნამუშევრების ინსპირაცია გახდა ის ფოტოები, სადაც ჩანდა, თუ რა მეთოდებით ცდილობდნენ ადამიანები ვირუსისაგან დაცვას. მაგალითად,  ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ფოტო, სადაც აღბეჭდილი იყო მამაკაცი თვითმფრინავში, რომელსაც თავზე – არც მეტი, არც ნაკლები – კარავი ედო.

 

ფოტოგრაფის ნამუშევრები, რა თქმა უნდა, გროტესკულია და მისი მიზანია, წარმოაჩინოს საზოგადოების მახასიათებლები – მაგალითად, ის, რომ არ შეგვიძლია გლობალურ პრობლემას რაციონალურად გავუმკლავდეთ, გარკვეული ადამიანების გავლენების გარეშე. ყველაზე მთავარი პრობლემა არასრული ან არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა, რაც პანიკას იწვევს და კონსტრუქციულ ქმედებას ეწინააღმდეგება.

ფოტოსერიის დამთვალიერებელთა რეაქციები ძირითადად პოზიტიური აღმოჩნდა.  ვისაც გული დასწყდა, სავარაუდოდ, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც მაღაზიებიდან დიდი რაოდენობის პროდუქცია გაზიდეს და სახლებში გამოიკეტნენ. მათ საერთოდაც არ იზრუნეს სხვებზე, ვინც პროდუქტის გარეშე დარჩა იმ დღეებში. მეტიც, ალბათ, აღმოსავლური გარეგნობის ადამიანებს ეჭვის თვალითაც კი უყურებდნენ ქუჩაში.

 

 

 

ორიგინალი: https://dionisopunk.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.