fbpx

Glovo და Visa კათარზისის ბენეფიციარებისთვის ერთიანდებიან


გააზიარე სტატია

Glovo უწყვეტად აგრძელებს COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის განხორციელებასრადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მოხუცები არიან, Glovo და Visa სწორედ მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ. 

ამიერიდან, Glovo-ს გამოძახებისას Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი საკურიერო მომსახურების თანხას Visa გააორმაგებს და Glovo-ს პარნტიორი კურიერები ამ თანხით კათარზისისა და სხვა ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ. ბენეფიციარებისთვის მოხდება ასევე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებაც, რომლებიც კომპანია “ნავნემ” გამოყო.

როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საზოგადოებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის საკითხში, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. მოხუცებულთათვის საკვების მიტანით, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, მოერგონ ახალ ყოველდღიურობას და დავიცვათ დაავადების გავრცელებისგან.  ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორი გლოვოსა და ვიზას ბარათების მფლობელების კონტრიბუციას ამ ინიციატივაში”, – განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალური მენეჯერი, კავკასიის რეგიონი.  

“მოხარულები ვართ რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში VISA მხარში დაგვიდგა.  ჩვენს ნამდვილად გმირ პარტნიორ კურიერებთან ერთად ვეცდებით რომ ამ რთულ დღეებში კათარზისის ბენეფიციარებს შეძლებისდაგვარად ცხოვრება გავუმარტივოთ”,  – განაცხადა Glovo საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, გიგა ქერქაძემ. 

“მიხარია რომ მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივა დავიცვათ მოხუცები არსებული საშიშროებისგან ამ ორი კომპანიის თანამონაწილეობით შედგა. ზოგადად, კერძო კომპანიებს ეკისრებათ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი და კარგია ამ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ბევრი კერძო კომპანია რომ ამჟღავნებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა სეგმენტთან და იმედი მაქვს კიდევ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.” – განაცხადა მოხალისეთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო სიფრაშვილმა.

Glovo კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების პრევენცისთვისთვის:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები  თბილი წყლისა და საპნის გამოყენებით, ჩაიტარეთ ხელების დეზინფექცია სპირტის შემცველი საშუალებებითა და საინიტაიზერებით;
  • დაცემინების ან დახველების შემთხვევაში,  დაიფარეთ პირის ღრუ ხელსახოცით ან მოხრილი მკლავის საშუალებით. გაითვალისწინეთ, ხელსახოცი უნდა გამოიყენოთ ერთჯერადად და გამოყენებისთანავე, გადააგდოთ;
  • ავადმყოფობის ნებისმიერი ნიშანი მიიღეთ სერიოზულად და დაუკავშირდით მედიცინის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ხველებისა და ტემპერატურის შემთხვევაში. 

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.