fbpx

გერმანიამ აკრძალა 2 ადამიანზე მეტისგან შემდგარი ჯგუფური შეკრებები


გააზიარე სტატია

გერმანიამ აკრძალა 2 ადამიანზე მეტისგან შემდგარი ჯგუფური შეკრებები კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად – ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში განაცხადეს. 

შეზღუდვა არ ეხება ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ადამიანებს, – განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა. აღნიშნული ზომები მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების შეკავებას, რომლითაც გერმანიაში უკვე 22 000 ადამიანია ინფიცირებული და რამაც 84 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 

“საშიშროება პირდაპირ სოციალურ ინტერაქციაში მდგომარეობს,” – განაცხადა მხარის პრემიერმა არმინ ლაშეტმა და დასძინა, რომ ფედერალური მთავრობა და მხარეები ზომების ამგვარ გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.

გერმანიის საჯარო სივრცეები შაბათს უკვე დაცარიელებული იყო, რადგან მხარეებმა საკარანტინო ზომები შემოიღეს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ნაწილობრივი კარანტინის დარღვევის შემთხვევები უმნიშვნელო რაოდენობით დაფიქსირდა – საარლანდის მხარეში დაახლოებით 20-მდე – ერთი ღამის განმავლობაში.

ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ოლად შოლცმა Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-ს განუცხადა, რომ მართალია, მას ესმის “სუფთა ჰაერის მოთხოვნილების”, მაგრამ იგი მაინც იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ ადამიანების მცირე ჯგუფებმა ყურად არ იღეს მთავრობის მოთხოვნა და ჯგუფურად სოციალიზაციას განაგრძობდნენ. 

“იქნებ ყველამ მოვთხოვოთ ასეთ ადამიანებს, რომ ცოტა მეტად შეიკავონ თავი,  რათა დაზღვეული ვიყოთ სამომავლოდ თავისუფლების კიდე უფრო მკაცრი შეზღუდვებისგან,”-  განაცხადა ვიცე-კანცლერმა.

 

275 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.