fbpx

The Matrix-ის შემქმნელმა ვაჩოვსკიმ ილონ მასკსა და ივანკა ტრამპს ტვიტერზე აგინა – DAZED


გააზიარე სტატია

 

“მატრიცას” ტრილოგიის ერთ-ერთმა შემქმნელმა ლილი ვაჩოვსკიმ ილონ მასკსა და ივანკა ტრამპს ტვიტერის პოსტებში “წითელი აბის” გამოთქმის გამოყენებისთვის აგინა.

“აიღე წითელი აბი”, დაწერა ილონ მასკმა თავის ტვიტერზე ერთი დღით ადრე, რასაც წითელი ვარდის ემოჯი მოაყოლა. მასკის ტვიტი გადაპოსტა დონალდ ტრამპის შვილმა ივანკა ტრამპმა და მიაწერა “უკვე მიღებულია!”

როგორც ცნობილია, “მატრიცაში” ნეო იღებს “წითელ აბს”, რომელიც მას სიმართლეზე თვალს აუხელს (“ლურჯი აბი” კი ცხოვრების უმეცრად გაგრძელებისთვისაა). გამოცემა DAZED-ის განმარტებით, გამოთქმას “Red Pill” ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქვემიმდინარეობის მემარჯვენე ჯგუფები და მამაკაცთა უფლებების დამცველი აქტივისტები.

მასკისა და ტრამპის მიმოწერას მალევე მოყვა ლილი ვაჩოვსკის პასუხი: “შეგ&^%თ ორთავეს”, რის შემდეგაც მან ჩიკაგოს LGBTQ+ მხარდაჭერის ცენტრის – Brave Space Alliance-ის ლინკი გააზიარა.

“მატრიცას” მეოთხე სერიის გადაღებები ლილი და ლანა ვაჩოვსკების რეჟისორობით ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა პროცესი პანდემიის გამო დროებით შეფერხდა.

 

ორიგინალი: https://www.dazeddigital.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.