fbpx

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალშია


გააზიარე სტატია

ქართველო საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალშია.

BBC Cardiff Singer of the World მუსიკალური კონკურსია, რომელიც 1983 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს გამორჩეული საოპერო მომღერლები იღებენ მონაწილეობას.

2021 წლის გაზაფხულზე გავიგეთ, რომ ნატალია ამ პრესტიჟული კონკურსის მონაწილეთა სიაში მოხვდა, ახლა კი ის დანარჩენ 15 კონკურსანტთან ერთად გამარჯვებისთვის ფინალში იბრძოლებს.

„შოკირებული ვარ. ვამაყობ ამ ადამიანებით, მათ დიდებული საქმე გააკეთეს. მადლობა ჩემს კოლეგებს“, — ამბობს ნატალია, მას შემდეგ, რაც ფინალისტებში დაასახელეს.

29 წლის მეცო-სოპრანომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, ნიჭიერთა ათწლედი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ კი განათლება ნიუ-იორკში, ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებულს წლის საუკეთესო საოპერო მომღერლის ტიტულის გარდა ფულადი პრიზი, £20 ათასი ერგება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.