fbpx

კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა კრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა


გააზიარე სტატია

 

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი “ოთარის სიკვდილი“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა — ფესტივალი ჩეხეთში, 20-28 აგვისტოს გაიმართა.

დღეს, 28 აგვისტოს კი ფილმს კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჯილდო, „FEDEORA AWARD“ გადაეცა.

 

 

“ოთარის სიკვდილი“ საქართველოს, ლიეტუვისა და გერმანიის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ფილმის სიუჟეტი ორი სხვადასხვა ოჯახის შესახებაა, რომელთაც უბედური შემთხვევა დააახლოებთ.

 

 

მთავარ როლებს ივა ქიმერიძე, ნუცა კუხიანიძე, ეკა ჩავლეიშვილი, ვახო ჩაჩანიძე, არჩილ მაკალათია, მარლენ ეგუტია, ნანკა კალატოზიშვილი და დავით როინიშვილი ასრულებენ. ოპერატორია დიმიტრი დეკანოსიძე.

2,447 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.