fbpx

რედკო გუდაური – Four Season Gudauri-ს მშენებლობა მთავრდება


გააზიარე სტატია

როდესაც შრომობ, დასვენებაც აუცილებელია – ეს სამართლიანი მიდგომაა,  მაგრამ უსამართლო რეალობით. ჩვენ ყოველთვის მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ვისვენებთ. ამიტომ ჩვენთვის, მშრომელი ადამიანებისთვის, დასვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს…

საბედნიეროდ, საქართველოში მრავალი დასასვენებელი ადგილია, თუმცა დამსვენებელი უმეტესად მთას ან  ზღვას ირჩევს.  ამით მართლაც უნიკალურები ვართ – პატარა ქვეყანა საოცარი მთით და ზღვით. საუკეთესო დასვენების მიზეზი ზამთარშიც და ზაფხულშიც გვაქვს. 

რადგან ზაფხული მიილია და შემოდგომა დადგა, ჩიტები თბილ ქვეყნებში გასაფრენად ემზადებიან. ჩვენ ფრთები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენც ვემზადებით – ზოგი ახალი წლისთვის, ზოგი შვებულებისთვის, ზოგი სასკოლო  არდადეგებისთვის, ზოგი გუდაურში სასრიალოდ. ისე, გუდაურმა შეყვარება იცის, იმდენად, რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება; თხილამურები, სნოუბორდი, ჰელისკი… ვინც ახალ წელს გუდაურში შევხვედრივართ, ვერასდროს დავივიწყებთ, რადგან საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი მათგანი მაინც ხომ ვიყავით. თოვლში ფეიერვერკები განსაკუთრებულია, როგორ კარგად გრძნობ ახალ წელს, როდესაც ირგვლივ ყველა ბედნიერია, მოგუნდავე უფროსები, ლოყებაწითლებული ბავშვები, გარეთ და შიგნით, ყველგან დღესასწაულია. გუდაურში დალეულ გლინტვეინზე ნუ ვიკამათებთ, შეუდარებელი და განუმეორებელია. მზიანი გრილი ამინდი, ხელის გულებში მოქცეული ჭიქა, საიდანაც დარიჩინის, ფორთოხლის და ღვინის სურნელი იფრქვევა. კავკასიონის ქედის ჰაერი, D ვიტამინი და ყველა დღე ბედნიერი. ეს გუდაურია. ადგილი, სადაც დაისვენებ შენს გემოზე, თუ გაქვს შენი საკუთარი ბინა. 

2021 წლის დეკემბერში „Four Season Gudauri”-ს მშენებლობა მთავრდება, რომელიც 4 აპარტოტელს, 550 აპარტამენტს აერთიანებს. მარტივია იმის წარმოდგენა, თუ რამხელა სიცოცხლე და ენერგია იტრიალებს ამგვარ დასახლებაში. ხმაურის არ შეგეშინდეთ, ბინები სრულად გარემონტებულია. სხვათა შორის, გუდაურის ხმაური თოვლში სიარულის ხმას წააგავს, ყოველი ნაბიჯი სიამოვნებას რომ გგვრის. სიამოვნების მხრივ ბევრი კარგი სერვისია:დახურული აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრი, ღია და დახურული კაფე-ბარები, რესტორანი, კონსიერჟის მომსახურება, თხილამურების სათავსო, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვა. თან, თუ სრიალი გიყვართ, გონდოლასთან ახლოს იქნებით, 250 მეტრში, ანუ 500 ნაბიჯში. ასე რომ, თუ ფეხით მიხვალთ გონდოლამდე, ძალიან კარგი იქნება, გახურდებით, ჰაერს ჩაყლაპავთ, ბოლოს და ბოლოს, გუდაურის ჟანგბადსაც გაუფრთხილდებით. 

თუ აქ წაკითხული ემოციები მოგწონთ ან სრიალი გიყვართ, ან უბრალოდ სხვას გინდათ მიანიჭოთ სიამოვნება რედკოში ნაყიდი ბინის გაქირავებით, მაშინ ეცადეთ 1 ნოემბრამდე მოასწროთ. რედკოს SOLO-სთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. თქვენი ნომერი დაგვიტოვეთ და ჩვენს შეთავაზებას პირადად თქვენს სურვილებს  მოვარგებთ. ფითქინა თოვლი მალე მოვა. გარემონტებულ ბინებს ნოემბრამდე თეთრი კარკასის ფასი აქვს. ანუ, ხომ ხვდებით,  ცოტა ხანში საგრძნობლად გაძვირდება.

აბა დროებით…

მერე ზაფხულზეც მოგიყვებით, კოქტეილებზე და მცხუნვარე დღეებზე.

SOLO – შეთავაზებების, უპირატესობებისა და უნიკალური გამოცდილების მრავალფეროვანი სამყარო. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.