fbpx

ადამ ჰორვათსის სოლო გამოფენა – „Kingdom of Orphans“ The Why Not Gallery-ში


გააზიარე სტატია

The Why Not Gallery წარმოგიდგენთ უნგრელი ხელოვანის, ადამ ჰორვათსის სოლო გამოფენას, „ ობლების სამეფო“.

 

მხატვარი ვიზუალურად ყოფს საგამოფენო სივრცეს ორ ნაწილად და წარმოადგენს გამოგონილი შუა საუკუნოვანი ცივილიზაციის არტეფაქტებს.მაცხოვრებლები გაუჩინარდნენ და დატოვეს ძვირფასი მატერიალური ფასეულობები.

ისინი გაუჩინარდნენ ისე, რომ ჩვენ ამის მიზეზი არ ვიცით.

გამოფენა აერთიანებს ჰორვატის ნამუშევრებს, სადაც მისტიური და ჯადოსნური ერთმანეთში ირევა და ქმნის შესანიშნავად შესრულებულ კომპლექსურ გამოსახულებებს. ჰორვატის შემოქმედების შთაგონება ისეთივე მრავალფეროვანი და კომპლექსურია, როგორც თავად ნამუშევრები.

ჰორვატი, რომელიც გაიზარდა უნგრეთის სოფელში, ღრმად არის შთაგონებული უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით, რომლებიც ბავშვობის მოგონებებად უბრუნდება. იგი ასევე მეტად დაინტერესებულია ბუნებით, იმ დონემდე, რომ ოდესღაც ბოტანიკოსობას აპირებდა; ფლორა მართლაც ხშირად იქცევა მისი ნამუშევრების ამომავალი წერტილად. სამეცნიერო ფანტასტიკა, ისევე როგორც ძლიერი ურთიერთკავშირი მისი თაობის კოლექტიურ არაცნობიერთან, ვლინდება მისი ნამუშევრების თემებში – ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობის შესახებ, დაუცველობისა და მიკუთვნადობის განცდაში, ტრავმებსა და განკურნებაზე მსჯელობებში. ჰორვატი ამ გამოცდილებებს თავის პირად მითოლოგიად აქცევს და მცირე პოეტურ მინიშნებებს გვთავაზობს მათ წასაკითხად.

„შოუს მიზანია გამოიკვლიოს როგორ ურთიერთქმედებენ ბუნება და ცივილიზაცია და რა ხდება, როდესაც მოულოდნელად ერთი ან მეორე ქრება სურათიდან.

რამდენად უბრუნდება ფლორა-ფაუნა ადამიანამდელ მდგომარეობას, ან თუ უბრუნდება საერთოდ?

შეძლებენ თუ არა ადამიანები გამონახონ ახალი გზა, რომ რამე დაუტოვონ მომავალ თაობებს გაფლანგული ბუნებრივი რესურსების გარდა?

არის თუ არა ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის იმდენად ძლიერი, რომ გაქრობის შემდეგ წარმოიქმნას შეუვსებელი სიცარიელე?

არ ვაპირებ პასუხის გაცემას ზემოხსენებულ კითხვებზე, არ არსებობს მითითებები, ცოდნები კატასტროფის შესახებ, რომელიც უკვე მოხდა. მცირედ დისტანცირებული, თეატრალურ სცენებს ვქმნი, თანაც პირადი რეაბილიტაციის შესაძლებლობებს ვითვალისწინებ“ – ადამ ჰორვათსი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.