ილუსტრატორმა გიორგი გრძელიშვილმა, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს, ახალი ნამუშევრები გამოაქვეყნა. ამჯერად მისი ყურადღების ქვეშ ელექტრონული მუსიკის სუბჟანრი Acid მოექცა, რომლის კვლევაც დაიწყო და შთაბეჭდილებები ვიზუალურ-მუსიკალურ ნამუშევრებში ასახა.