კედლის ვერტიკალური გამწვანება თბილისში


გააზიარე სტატია

თბილისში ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა სიმწვანისა და ჰაერის დეფიციტია. მილიონი დარგული ხის მაგივრად, მილიონი ახალი ორმო და კორპუსი “ამშვენებს” ჩვენს ქალაქს.

საეჭვო ხარისხისა და შესახედაობის შენობები მინიმუმ რამდენიმე ათწლეულს კიდევ იდგებიან ჩვენ გარშემო, მაგრამ თანამედროვე ურბანული რეაბილიტაციის ამა თუ იმ მეთოდს შეუძლია არსებული ზიანის შემცირება.

ერთ-ერთი ასეთ მეთოდი შენობების სახურავებისა და კედლების გამწვანების ტექნოლოგიებია.  გარდა იმისა, რომ გამწვანების ამ ფორმებს (განსაკუთრებით კი ვერტიკალურ გამწვანებას) შენობის დეფექტებისა და არქიტექტურული ხარვეზების დაფარვა შეუძლია, მათ ქალაქისთვის სასარგებლო ეკოლოგიური დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეთ შენობის ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით.  

კორპუსების გამწვანებული სახურავების მაგალითები თბილისში არ გვხვდება, მაგრამ არსებობს გამწვანებული კედლების რამდენიმე ნიმუში. ერთი მათგანი ავლაბრის მეტროსთან არის, მეორე აღმაშენებელზე, მესამე კი – სოლოლაკში, სასტუმრო “იოტაში”.

At.ge წარმოგიდგენთ თბილისში არსებული სამი ვერტიკალურად გამწვანებული კედლის ფოტოპროექტს, და ინტერვიუს ყველაზე ახალი „მწვანე კედლის“ დამკვეთებთან.

სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI – ლერმონტოვის 10

გვესაუბრება სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI მარკეტინგის ხელმძღვანელი თამარ ჯავახაძე.

რატომ გადაწყვიტეთ კედლის ვერტიკალურად გამწვანება?

გამწვანების დეფიციტი თბილისში განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში იგრძნობა. კორპორაციული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ქალაქის შუაგულში მოგვეწყო განსხვავებული სივრცე, რომელიც გარემოს სიმწვანის სახით ახალ სიცოცხლეს შესძენდა.

ვფიქრობ, რომ 300 კვ.მ-ზე გაშენებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღები საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ არსებული სივრცე მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენო და, რაც მთავარია, ხელი შეუწყო ეკოლოგიის და გამწვანების პროპაგანდას.

როგორ კეთდება  ვერტიკალური გამწვანება?

ვერტიკალურ გამწვანებას სჭირდება სპეციალური, მყარი კონსტრუქცია სარწყავი სისტემით.  ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია ტემპერატურა და ბუნებრივი განათება.


როგორია მოვლის პროცესი, მორწყვა?

მორწყვის პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შრომატევადია – გარდა იმისა, რომ აუცილებელია სარწყავი სისტემის არსებობა, საჭიროა ინდივიდუალურად, თითოეული მცენარისთვის საჭირო რაოდენობის გაფილტრული წყლის შერჩევა, ასევე აუცილებელია, ერთნაირი ტიპის მცენარეები ერთი და იმავე სართულზე მოვათავსოთ, რათა წვეთოვანი სარწყავით ერთდროულად მიეწოდებოდეს წყალი. ამასთან ერთად, აუცილებელია მცენარეების ხშირად გასხვლა, დროულად გადარგვა და მიწის განოყიერება სხვადასხვა საშუალებებით.

რა პრინციპით ირჩევა მცენარეები ვერტიკალური გამწვანების დროს

შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, სეზონურია თუ არა მცენარე. თუმცა, გარდა ამისა, სასტუმროს კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ქართული ენდემური ჯიშის მცენარეების გამოყენება.

მწვანე კედელი მეტრო „ავლაბართან“

მწვანე კედელი აღმაშენებლის გამზირზე (59ა)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.