სიახლეები

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე თვეზე ნაკლები რჩება - საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს NEI NEI წარადგენს
ჰიპ-ჰოპის საუკეთესო მოცეკვავეები მსოფლიოს 54 ქვეყნიდან სულ მალე შვეიცარიაში Red Bull Dance Your Style-ის ფინალზე შეიკრიბებიან. 24 ოქტომბერს შოუს ციურიხის ისტორიული დარბაზი Hallenstadion უმასპინძლებს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება ეროვნული ფინალის გამარჯვებული ლევან ქურდაძე, იგივე NEI NEI, რომელიც ივლისში კუს ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე მაყურებელმა შეარჩია.












