იაპონური სამზარეულოს არჩევანი თბილისში


გააზიარე სტატია

ბოლო რამდენიმე წელია თბილისში იაპონური სამზარეულო ძალიან აქტუალურია. აქტუალურობიდან გამომდინარე კი არჩევანიც დიდია. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს, ზოგს კი რესტორანიც აქვს. AT.ge გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

“საკურა”


აბაშიძის ქ. N 31
12:30 PM – 2:00 AM

“საკურა” ერთ-ერთი პირველი იაპონური რესტორანია საქართველოში, რომელიც 14 წელია ინარჩუნებს მაღალ ხარისხს. აქ თქვენ იაპონური ინტერიერი და აზიურ-იაპონური კერძების მრავალფეროვნება დაგხვდებათ.

“საკურაში” ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 12:00-16:00-მდე არის ლანჩი. ფასები 19 ლარიდან 23 ლარამდეა.

“საკე სუში ბარი”


ბესიკის ქ. N 4
1 PM- 12 AM

“საკე სუში ბარში” შეგიძლიათ დააგემოვნოთ იაპონიიდან მოწვეული მზარეულების მიერ მომზადებული იაპონური კერძები და საფირმო სუში. გარდა ამისა “საკეში” ტაილანდელი პროფესიონალი მზარეული სტუმრებისათვის მოამზადებს უგემრიელ აზიურ კერძებს.

კერძები დამზადებულია მსოფლიოს რამდენიმე კონტინენტიდან სპეციალურად “საკესთვის” ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით.

“მოჩი”


ფალიაშვილის ქ. N 65
12 PM – 12 AM

“მოჩი” სწრაფი კვების ობიექტია, სადაც აზიური კერძები მზადდება. შეგიძლიათ ესტუმროთ როგორც შიდა სივრცეში, ასევე კერძები შეუკვეთოთ ონლაინ საიტზე www.mochi.ge და ტელეფონის ნომერზე: 0322 47 00 88. მოჩის აქვს ადგილზე მიტანის სერვისი – შეკვეთილ მენიუს უმოკლეს ვადაში მიიღებთ.

“მოჩი” იაპონური ტკბილეულის სახეობაა, რომელიც ბრინჯისგან მზადდება. გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ, ასევე ძალიან გემრიელია ტკბილი როლები სხვადასხვა ხილის შიგთავსით.

“უკვე”


ნინოშვილის ქ .N 8
11:30 AM – 12:00 PM

“უკვე” ახალი ქართული ბრენდია და აზიური სწრაფი კვების ობიექტს წარმოადგენს, რომელსაც აქცენტი ადგილზე მიტანის სერვისზე აქვს. მომხმარებელს შეუძლია მარტივად გადაჭრას კითხვა – „რა ვჭამო?“ და სასურველი შემადგენლობის სუში თუ აზიური ყუთი შეუკვეთოს.

ამ ეტაპზე “უკვეს” ოთხი ფილიალი აქვს: ფალიაშვილის 52, ნინოშვილის 8 (ფაბრიკა), ჭავჭავაძის 37 (კარფური), აღმაშენებლის ხეივანი 16 (ნიკორა).

მენიუსა და ფასების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს ukve.ge


რეკომენდირებული სტატიები
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.