ვარჯიში და სწორი კვება – ქართული რესურსები ინტერნეტში


გააზიარე სტატია

ვარჯიში, დიეტები და ჯანსაღი ცხოვრების წესი

სასურველი სხეულის ფორმების მისაღწევად ადამიანები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მაგრამ ვარჯიშსა და სწორ კვებას იშვიათად უსადაგებენ ერთმანეთს და ყველაფერს საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნილებების მიხედვით გეგმავენ.

ჯანმრთელი და ლამაზი სხეულისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც სწორად დაგეგმილი გასახდომი პროგრამა, ასევე ის, რომ ეს პროგრამა კონკრეტულად თქვენთვის იყოს შედგენილი და არ გადმოიღოთ სხვის მიერ თუნდაც წარმატებულად გამოყენებული მეთოდი.

ინტერნეტი ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, საკუთარ სხეულზე ზრუნვასაც ამარტივებს. ქართულ ნეტში უკვე მოიძებნება სხვადასხვა რესურსები და კომუნები, სადაც დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს ვარჯიშის, სწორი კვების, ფიტნესისა და წონის კლების შესახებ  უზიარებენ გამოცდილებას, მოტივაციას უმაღლებენ და მიზნის მიღწევაში ეხმარებიან.

გთავაზობთ რესურსებს, რომლებიც ჩვენი აზრით, გაგიმარტივებთ ორიენტაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში.

 

ვარჯიში და სწორი კვება

არის ყველაზე დიდი ფიტნეს პორტალი ქართულ ენაზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია სწორი კვების, ვარჯიშის, საკვები დანამატების, წონის კორექციის შესახებ. აქვე წაიკითხავთ კონკრეტული ადამიანების ფიტნეს დღიურებს, სადაც თავიანთ გამოცდილებას გვთავაზობენ. საიტზე მოცემულია კალორიების ცხრილი, წონის კალკულატორი, სხეულის მასის ინდექსის ფორმულა და სხვა მონაცემები, რაც წონის კლებისას ადამიანს შეიძლება აინტერესებდეს. ამ რესურსის სიკეთე მისი დამხმარე რესურსებია Facebook-ზე.

 

ფიტნესი საქართველოში

პრაქტიკული რჩევები ფიტნესის, სავარჯიშო დარბაზების, გარე ვარჯიშების, ქროს ფიტნესის, ფიტნეს ინსტრუქტორების შესახებ.

 

დუკანის დიეტა

რეცეპტები, დიეტის ეტაპები,  წონის გამოთვლა, მიმოხილვა მეგობრულ გარემოში.

დუკანის დიეტაზე მყოფებისთვის საინტერესო იქნება ასევე დუკანური რეცეპტების გვერდი. ეს გვერდი დაგარწმუნებთ, რომ დიეტაზე ყოფნა შიმშილობას ან ნაკლებად გემრიელი საკვების მიღებას სულაც არ ნიშნავს და  გემრიელი კვება და თან გახდომა სრულიად შესაძლებელია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.