6 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღის ვიდეო: ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პარლამენტში მიდიოდა, როდესაც შესასვლელში ყავა დაეღვარა

მან დასვრილი იატაკი თვითონ მოწმინდა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე EFP-ის პროგრამაში FUTURE FRAMES 10 გამორჩეული ახალგაზრდა რეჟისორი შეარჩიეს, რომელთა შორის ქართველი დავით გურგულია მოხვდა ფილმით “დიალექტი”

EFP-ის პროგრამა კარლოვი-ვარის ფესტივალზე წელს მეოთხედ იმართება და ეროვნული კინოცენტრი, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, ქართველი კანდიდატის წარმდგენია.
წყარო: http://www.kviff.com/

 

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი (2018 წლის 3-9 დეკემბერი) აცხადებს ფილმების მიღებას ყველა სექციისთვის, მათ შორის საერთაშორისო კონკურსისა და “ქართული პანორამისათვის”

 ფესტივალის ოფიციალური ჯილდოებია: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისათვის და ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისათვის. მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა ეწვიოთ თბილისის კინოფესტივალის საიტს, სადაც შესაბამის განყოფილებაში დაგხვდებათ შესავსები ფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 სექტემბერი.
წყარო: http://tbilisifilmfestival.ge/

 

ვან გოგის ტილო “მებადური ქალები ქვიშის გორაზე” პარიზის აუქციონზე 7 მილიონ ევროდ გაიყიდა

ნახატი 20 წლის განმავლობაში ვაჭრობაზე პირველად იყო გამოტანლი. ლოტის საწყისი ღირებულება 3-დან 5 მილიონამდე ევრო იყო. ბოლო 8 წლის განმავლობაში შედევრი ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმში იყო დაცული,  მანამდე კი ის კერძო კოლექციაში ინახებოდა. 1882 წლით დათარიღებულ ტილოზე ჰააგის პეიზაჟია ასახული.
წყარო: https://www.reuters.com/

 

რეჟისორმა ვუდი ალენმა განაცხადა, რომ ის #MeToo მოძრაობის დიდი მხარდამჭერია

woody allen

არგენტინულ გამოცემა Periodismo Para Todos-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ის ამ მოძრაობის წამყვანი სახე უნდა იყოს, როგორც კინოინდუსტრიაში ქალებთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი. “ყველას სურს, რომ სამართლიანობა აღსრულდეს. როცა #MeToo კამპანიის მსგავსი არსებობს, მხარს უჭერ და გინდა, რომ საშინელ თავდამსხმელებს განაჩენი გამოუტანონ.  იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ცუდი რამ ჩაიდინეს. და ჩემი აზრით, ეს კარგი მოძრაობაა. ასე რომ, მე #MeToo-ს დიდი მხარდამჭერი ვარ. კარგია, როცა საჯაროდ, მზის სინათლეზე გამოჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც უდანაშაულო ქალებსა და კაცებს ავიწროებდნენ. მე ამ მოძრაობის სახე უნდა ვიყო, რადგან ფილმებზე 50 წელია ვმუშაობ. უამრავ, ასეულობით მსახიობთან მითანამშრომლია და ვერც ერთი ვერ იტყვის ჩემზე ცუდ რამეს, რადგან ქალებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა”. ვუდი ალენს პირველად 1992 წელს უჩივლა მისმა ყოფილმა პარტნიორმა მია ფეროუმ, როცა მათი თანაცხოვრების დროს აყვანილმა შვილმა დილან ფეროუმ ალენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
წყარო: http://www.nme.com

 

Tbilisi Open Air 2018 წლის ლაინაფს ცნობილი მუსიკოსი Sevdaliza დაემატა ამის შესახებ ინფორმაციას Open air-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Image may contain: 1 person, text

ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსიკოსი 22 ივნისის აქტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება.
წყარო: https://www.facebook.com/

 

საია და ტფილისის ჰამქარი 2018 წლის 6 ივნისს  პროექტის, “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში” გახსნის ღონისძიებას მართავს

Image may contain: text and outdoor

პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS USAID-ის დაფინანსებით. პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა. ასევე, თბილისის მართვის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტრუმენტების გაძლიერება და სარეაბილიტაციო პროცესის სწორი მეთოდოლოგიით შესრულების დამკვიდრების ხელშეწყობა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ამერიკელმა მუსიკოსმა სელენა გომეზმა 2018 წელს თავისი პირველი სიმღერა და კლიპი Back To You გამოუშვა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=VY1eFxgRR-k

 

თბილისის საბალეტო ფესტივალის გახსნაზე ნინო ანანიაშვილიც იცეკვებს ფრანგი ქორეოგრაფი მედი ვალერსკი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად პრემიერისთვის ემზადება

Image result for nino ananiashviliთანამედროვე საბალეტო წარმოდგენა “ორავა” 23 ივნისს ფესტივალს გახსნის.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.