11 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

Image result for gio khutsishvili

მომღერალი ავადმყოფობას რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა. გიო ხუციშცილს 29 მაისს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. იმ დღეს, იგი სისუსტის მიუხედავად თავად გამოვიდა სცენაზე და მაყურებელს, რომელიც ფეხზე დამდგარი დიდი ხნის განმავლობაში უკრავდა ტაშს, სიმღერით მადლობა გადაუხადა. გიო ხუციშვილი ეკრანზე პირველად გიორგი შენგელაიას ფილმში ” სიყვარული ყველას უნდა” გამოჩნდა. გიოს მიერ შესრულებული სიმღერების უმრავლესობა დღეს ჰიტია. გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

Gepostet von Irina Jorjadze am Mittwoch, 30. Mai 2018

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯიმ კერიმ საბოლოოდ გადაწყვიტა,  კიდევ ერთხელ მოსინჯოს ძალები ტელევიზიაში და Showtime-ის სერიალში Kidding მთავარი როლი შეასრულოს

შოუს სიუჟეტი საბავშვო გადაცემის წამყვან ჯეფ პიქლესის (ჯიმ კერი) გარშემო ვითარდება, რომლის კარიერასა და პირად ცხოვრებაშიც ბევრი უსიამოვნება ხდება და ხვდება, რომ ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ჰგავს იმ ზღაპარს, როგორც აქამდე ეგონა.
წყარო: https://www.youtube.com/

 

 

ალ პაჩინო კვენტინ ტარანტინოს ფილმში ითამაშებს

Al Pacino to star in Quentin Tarantino's new film.

 nce Upon a Time in Hollywood (“ერთხელ ჰოლივუდში”) – ასე ჰქვია კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პიტსა და დიკაპრიოს ახალი მსახიობები დაკოტა ფენინგი და დემიან ლუისი შეუერთდნენ. ფენინგი ფილმში ჩარლზ მენსონის სექტის წევრ ლინეტ ფრომს განასახიერებს, ლუისი კი – ჰოლივუდის ვარსკვლავ სტივ მაქუინს. მათ გარდა ტარანტინომ სხვადასხვა როლებზე ლიუკ პერი, ემილ ჰირში, კლიფტონ კოლინსი და კიტ ჯეფერსონი დაამტკიცა. ახლახან კი ამ მსახიობების სიას ალ პაჩინოც დაემატა. მსახიობი ფილმში მარვინ შვარცის როლს შეასრულებს, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის, მსახიობ რიკი დალტონის აგენტია. ზემოთ ხსენებული მსახიობების გარდა, “ერთხელ ჰოლივუდში” ვიხილავთ – კურტ რასელს, მარგო რობის, ტიმ როთსა და მაიკლ მადსენს.
წყარო: https://www.independent.co.uk

 

მეთიუ მაკკონაჰი და ენ ჰეთევეი “ინტერსტელარის” შემდეგ  კვლავაც ერთად თამაშობენ ახალ ფილმში

Serenity – ასე ჰქვია კინოსურათს, რომელიც ეკრანზე 19 ოქტომბერს გამოვა. სიუჟეტის ეპიცენტრში გემის კაპიტანი და მისი ყოფილი ცოლი არიან. მაკკონაჰი ფილმში კაპიტან ბეიკერ ლინის როლს მოირგებს, რომელიც კარიბის ზღვის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე ცხოვრობს. მოულოდნელად მასთან ოფილი ცოლი კარენი (ენ ჰეთეუეი) ჩადის და მოძალადე ქმრისგან გათავისუფლებას სთხოვს.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ტრეილერი: 2018 წლის ოქტომბერში ეკრანზე ფილმის, “გოგონა დრაკონის ტატუთი” ახალი ნაწილი გამოვა, რომელსაც Sony Pictures გადაიღებს

ფილმს “გოგონა ობობას ქსელში” ჰქვია და მას მილენიუმის მეოთხე წიგნის მიხედვით გადაიღებენ. ახალ ნამუშევარში მონაწილეობას არ მიიღებენ წინა ფილმის მთავარი ვარსკვლავები: დენიელ კრეიგი და რუნი მარა. სამაგიეროდ ვიხილავთ სერიალ The Crown-ის ვარსკვლავ კლერ ფოის და შვედ მსახიობ ვერირ გუდნასონს, რომელიც ახალ ფილმში ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტს განასახიერებს.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ემა ტომფსონს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე საპატიო წოდებას მიანიჭებს

ჯილდოს მისაღებად სპეციალურად ტომფსონისთვის ბუკინგემის სასახლეში საპატიო მიღება გაიმართება, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრების გარდა ცნობილი ბრიტანელი მსახიობები – მეგი სმიტი, ჯუდი დენჩი, ვანესა რედგრეივი, ჰელენ მირენი, ჰელენა ბონემ კარტერი და სხვები დაესწრებიან.
წყარო: https://www.bustle.com

 

ტრეილერი: ახალ ბიოგრაფიულ ფილმში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის როლს შეასრულებს.

ფილმის შემქმნელი La La Land-ის რეჟისორი დემიენ შაზელია.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშინელებათა ფილმი “ჰელოუინი” კიდევ ერთი ნაწილით ბრუნდება.

წყარო: https://www.youtube.com

 

Bad Times at the El Royale – ასე ჰქვია 20th Century Fox-ის ახალ მისტიკურ თრილერს, რომელშიც მთავარ როლებს კრის ჰემსვორტი, დაკოტა ჯონსონი და ჯეფ ბრიჯესი ასრულებენ. ფილმის პრემიერა 5 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com/

 

HBO-მ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა “სამეფო კარის თამაშების” პრიქველის საპილოტე ვერსიაზე

Image result for Game of Thrones prequel pilot ordered by HBO

სცენარზე ჯორჯ მარტინთან ერთად კიდევ 4 სცენარისტი იმუშავებს. სერიალი სამეფო კარის თამაშებამდე 10 000 წლით ადრე მომხდარ ამბებზე იქნება, სადაც ვესტეროსის ისტორიის ახალ დეტალებს გავიგებთ, მათ შორის თეთრი მავალების ისტორიასა და დიდებული გვარების წარმოშობის ამბებს.
წყარო: http://ew.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოგიდგენთ გამოფენას “კავკასიის ბიომრავალფეროვნება”

Image may contain: text

საქართველოს ეროვნული მუზეუმში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები. ბუნების ისტორიის კოლექციების შეგროვება მუზეუმში 1852 წლიდან იწყება. 1856-1868 წლებში ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნის ინიციატივით მოეწყო საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენა-კაბინეტი. სწორედ აღნიშნული გამოფენის დახურვიდან 150 წლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება“. აღსანიშნავია, რომ დღეს გამოფენილი ექსპონატებიდან ნაწილი წარმოდგენილი იყო პარიზის 1867-1869 წლების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ბევრმა მათგანმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
წყარო: https://www.facebook.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.