დიეტური მენიუ ადგილზე მოტანით


გააზიარე სტატია

დიეტაზე ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი პრობლემა შესაბამისი საკვების მომზადებაზე ზრუნვა, პროდუქტების შერჩევა და კონკრეტულ საათებში კვებაა, რომელიც არც ისე მარტივია, თუ პარალელურად სხვა საქმეებიც გაქვთ.

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სერვისი, რომელიც დიეტის თანმხლებ საზრუნავს მინიმუმამდე დაიყვანს და  სასურველ ფორმებამდე მშვიდად მისვლაში დაგეხმარებათ.

Inebe.ge საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი დიეტა და ამ დიეტის შესაბამის დღიურ რაციონს თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მოგიტანთ.

საიტზე ამ დროისთვის რამდენიმე ტიპის დიეტური მენიუების შეკვეთაა შესაძლებელი:

  • დუკანის დიეტა
  • პრემიერ დიეტა
  • ფიტნეს დიეტა
  • ვეგანური დიეტა
  • ექსპრეს დიეტა  

მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული დიეტური მენიუები ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად ეფექტური და მოხერხებული იყოს მომხმარებლისთვის.


მაგალითად, დუკანის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ დიეტის სხვადასხვა ეტაპისთვის საჭირო საკვები: შეტევის, კიბისა და მონაცვლეობისთვის. ექსპრეს, ფიტნეს და ვეგანური დიეტები განსხვავებული მენიუებს სთავაზობს კაცებსა და ქალებს, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ორგანიზმის თავისებურებები.

Inebe.ge დღიურ რაციონს იმგვარად აწვდის მომხმარებლებს,  რომ შესაძლოა მათი ტრანსპორტირება და გათბობა მაქსიმალური კომფორტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ დიეტური მენიუს გამოძახებაზე დაფიქრდებით, ერთ მხარეს დადგება კომფორტი,  რომელსაც ამ სერვისის გამოყენებისას მიიღებთ და მეორე მხარეს თანხა, რომელსაც ამ კომფორტში იხდით.

იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ გარეგნობასა და კომფორტზე ზრუნვისთვის გადასახდელი თანხა ძვირი მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ ამ რესურსზე დაყრდნობით თავად შეადგინოთ ანალოგიური მენიუ ჯანსაღი კვების უზრუნველსაყოფად.

მენიუს გამოყენება სახლის პირობებში რეკომენდებულია  მეტი ეფექტისთვის, ვინაიდან ისინი შედგენილია პროფესიონალი ნუტრიციოლოგის მიერ და შესაბამისად შედეგიც მეტია, ვიდრე იმპროვიზაციის შემთხვევაში.

 


რეკომენდირებული სტატიები
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.