fbpx

3 ივლისი – დილიდან  


გააზიარე სტატია

 

ჯიმ კერი Paramount Pictures-ის ახალ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს მოირგებს

მსახიობი თამაშ Sonic the Hedgehog-ის ადაპტაციაში ითამაშებს. Sonic the Hedgehog-ის პირველი თამაში 1991 წელს გამოუშვებს, ექსკლუზიურად Sega Mega Drive-სთვის. 2010 წელს მსოფლიოში გაიყიდა სონიკის სერიების 70 მილიონი ასლი. ჯიმ კერი სწორედ დოქტორ ივოს როლს ითამაშებს.

წყარო: https://www.independent.co.uk

 

საიდუმლო მასალების ვარსკვლავი ჯილიან ანდერსონი სულ მალე ბროდვეის სცენაზე ბეტი დეივისის ლეგენდარულ პერსონაჟ მარგოს განასახიერებს ფილმიდან “ყველაფერი ევას შესახებ”

ჯილიან ანდერსონთან ერთად დადგმაში ლილი ჯეიმსიც ითამაშებს. “ყველაფერი ევას შესახებ” 1950 წელს გადაღებული ამერიკული ფილმია, რომელსაც საფუძვლად უდევს 1946 წელს გამოცემული მოთხრობა “ევას სიბრძნე”. ფილმში დეივისთან ერთად მერილინ მონროც თამაშობდა.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ამერიკელ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინს ნიუ-იორკის პროკურორმა ახალი ბრალდება 3 ახალ ეპიზოდში წარუდგინა

harvey weinstein 1

საუბარია სქესობრივი აქტის იძულებასა და სექსუალური ძალადობის ორ მძიმე შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 10 წლიდან უვადოდ.  გამოცემის ინფორმაციით, ძალადობა სავარაუდოდ 2006 წელს მოხდა. პროდიუსერის ქმედებებით დაზარალებული ქალის ვინაობა უცნობია.

წყარო: https://us.cnn.com/

 

ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის „დედე” ასტანაში, ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

Image result for „დედე”

ფილმი 5 ნომინაციაზეა წარდგენილი. მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ჟიურის პრიზი. ფილმის ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია. 

წყარო: https://eurasiafestival.kz/

 

 

Marvel-ის სტუდიის პრეზიდენტმა გაამხილა, რომ ბენედიქტ კამბერბეჩის მიერ განსახიერებულ დოქტორ სტრეინჯზე სიქველსაც გადაიღებენ. ფილმი სავარაუდოდ დიდ ეკრანებზე 2020 წლისთვის გამოვა.

DOCTOR STRANGE, Benedict Cumberbatch, as Dr. Stephen Strange, 2016. ph: Jay Maidment / Walt Disney Studios Motion Pictures /Courtesy Everett Collection

წყარო: https://www.popsugar.com/entertainment/Doctor-Strange-Sequel-44999935

 

სოფი ტერნერმა გაამხილა, რომ “სამეფო კარის თამაშების” ფინალში იმაზე გაცილებით ბევრი სიკვდილი და ძალადობა იქნება, ვიდრე ყველა სეზონში ერთად

“შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ადამიანი გაერთიანდება. ყველა ერთიანდება მოსალოდნელი აპოკალიფსის წინააღმდეგ. ამ პატარა დაჯგუფებებს შორის ბევრი დაძაბულობაა, იმისთვის იბრძვიან, რაც მათ მიაჩნიათ სწორად. მოგეხსენებათ, ეს “სამეფო კარის თამაშებია” და შესაბამისად, უფრო მეტი სისხლი, სიკვდილი და ემოციური დაძაბულობები იქნება, ვიდრე წინა წლებში”, – ამბობს სოფი ტერნერი.
წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.