ფოტოგამოფენა #ილაპარაკე – დღეს, 19:00


გააზიარე სტატია

სასტუმრო „სტამბა“
6 ივლისი, 19:00-22:00


ყოველი დღე ადამიანებთან ურთიერთობის დღეა. დილიდან დაღამებამდე… გამარჯობიდან ნახვამდისამდე… ვუყურებთ მეზობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, გამვლელებს, უცნობებს, ნაცნობებს. ვხედავთ მათ სახეებს, სამოსით დამალულ, დაფარულ ან შელამაზებულ სხეულს – ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე… იშვიათად ან არასდროს არ ვფიქრობთ, რომ მათზე რაიმე სახის ძალადობრივი აქტი ხორციელდება. 

გონებას უჭირს, დაუშვას მსხვერპლის არსებობა ჩვენს უახლოეს სივრცეში. ის კი ხორციელდება, არსებულია, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მიუხედავად უარყოფისა და შეუმჩნევლობისა.

გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, მიჩქმალული თუ აღიარებული, თქმული თუ ართქმული აქტი, რომელიც ლურჯ, ყვითელ, ბორდოსფერ, მწვანე, სისხლიან, უსისხლო, სიტყვიან და უსიტყვო კვალს ტოვებს სამოსით დაფარულ სხეულსა და შიშით შეპყრობილ გონებაზე.

ამ შეუმჩნევლობას მოაქვს სისასტიკე, ნგრევა, განადგურება, ბოროტება, ადამიანებზე განხორციელებული მორიგი ფიზიკური, სიტყვიერი თუ ემოციური ძალადობა და ეს ქმნის გაურღვეველ ჯაჭვს მოძალადეებისა.

ჩვენ უნდა შევამჩნიოთ, ვიკითხოთ, ვკითხოთ, ძალა გადავცეთ.

შენ უნდა გვითხრა, მოგვმართო …. #ილაპარაკე, რომ გამოვაჩინოთ ზურგს უკან დამალული ძალადობა.


დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების გვერდი ფეისბუკზე: https://www.facebook.com/events/239366193462021/

პროექტის მენჯერი-ნინო ჩიხლაძე

ფოტო-ნაკანიმამასახლისი

იდეა და კონცეფცია-ანუნა ბუკია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.