
ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

განვითარებულ ქვეყნებში უპატრონო ცხოველს იშვიათად თუ შეხვდებით ქუჩაში. მოსახლეობის უმრავლესობას უჯიშო, ე.წ მეტისები აჰყავს თავშესაფრიდან და ეს ერთგვარი ჰუმანურობის გამოვლენაა, რაც ადამიანსაც და ცხოველსაც უსაფრთხო გარემოს უქმნის.
ჩვენთან საპირისპირო ვითარებაა. ქუჩებში მომრავლდნენ უპატრონო ძაღლები – მათგან ზოგი ქუჩაში დაიბადა, ზოგიც უპასუხისმგებლო ადამიანებმა გამოაგდეს სახლიდან. „უჯიშო“ ძაღლის აყვანა, კი, საქართველოში მაინცდამაინც პრესტიჟულად არ ითვლება.
მშიერი ცხოველი კი ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს ტრიალებს, ეტანება საზკვების ობიექტებს, პროდუქტების მაღაზიებს და ელოდება ადამიანის მხრიდან კეთილი ნების გამოვლენას – მისთვის გამეტებულ ცოტაოდენ საკვებს.
მოსაზრება, რომ ქუჩის ცხოველი ადამიანისთვის საშიშროებას წარმოადგენს, მეტწილად, მცდარია. თუმცა, ცხადია, არსებობს ცხოველის მხრიდან ადამიანის მიმართ გამოვლენილი აგრესიის ფაქტებიც. საინტერესოა, რამ შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის აგრესია და არსებობს თუ არა ხერხები, თუ როგორ ავიცილოთ ის თავიდან.
ექსპერტი – სერგო მკერვალიშვილი:
ცხადია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანსა და ცხოველზეა დამოკიდებული. თუმცა, მაინც შეგვიძლია ძირითადი ასპექტები გამოვყოთ და მეტ-ნაკლებობის პრინციპით, საერთო სურათი შევქმნათ.
რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გამოსავალია, თუკი ძაღლის, ან მით უმეტეს ხროვის დანახვისას, საშუალება გაქვთ გაეცალოთ ტერიტორიას და სხვა გზით წახვიდეთ.
გააგრძელეთ იმავე ტემპით სიარული და სრული გულგრილობა აჩვენეთ ცხოველს ან ხროვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ყეფენ.
თუ ძაღლი მაინც მოგიახლოვდათ (ხროვის შემთხვევაში დომინანტი ცხოველი შეეცდება მოახლოებას), არავითარ შემთხვევაში არ შეაქციოთ ზურგი, მიუტრიალდით სახით, დაიწყეთ მშვიდი ლაპარაკი და ცხოველს არ შეხედოთ თვალებში, ეს შეიძლება გამოწვევად აღიქვას. დაიხიეთ ნელი ნაბიჯით უკან და ასე უკუსვლით გაეცალეთ იმ ტერიტორიას.
ადვილად შესაძლებელია, რომ ძაღლი მოგიახლოვდეთ და დაგყნოსოთ, ეს უკვე კეთილგანწყობის გამოვლენაა. მიეცით მას ამის საშუალება და არ გააკეთოთ უხეში, მძაფრი მოძრაობები. ნუ შეეცდებით მოფერებას. ხელის მოძრაობა შესაძლოა აგრესიად აღიქვას.
ნუ მიეკარებით ცხოველს თქვენი ინიციატივით, თუკი ის არ გამოხატავს თქვენ მიმართ სიმპათიას (აქნევს კუდს, ფეხებთან გიწვებათ, ცდილობს თამაშს, ითხოვს მოფერებას) და არასდროს გააღვიძოთ მძინარე ცხოველი.
აგრესიის პირველი გამოვლენა არის ბეწვის აჯაგვრა. შემდგომ ღრენა და აგრესიული ყეფა. მეტწილად ძაღლი იკბინება უკნიდან, ამიტომ გავიმეორებ, არასდროს შეაქციოთ მას ზურგი.
ზოგადად კი, ქუჩის ძაღლი ნაკლებად საშიშია. იმ ადამიანებს, ვისი საცხოვრებლის ირგვლივაც ძაღლების ხროვამ დაიდო ბინა, ვურჩევ, სულ რამდენიმეჯერ გაუმასპინძლდნენ მათ და „აგრესიული“ და „საშიში“ ცხოველების ნაცვლად, ერთგულ მეგობრებს შეიძენენ. ძაღლი იმ ცხოველის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც გენეტიკაში აქვს ადამიანის სიყვარული და მის მიმართ მინიმალური სითბოს გამოვლენის შემთხვევაში, ის ათმაგად აბრუნებს მას.
ნინო ჩლაიძე