fbpx

ბიორკის კლიპების ანატომია


გააზიარე სტატია

ბიორკი არის მუსიკალური ვიდეოს ყველაზე საინტერესო მოვლენა, მას მერე, რაც მაიკლ ჯექსონი მგელკაცად გადაიქცა. ბიორკის სოლო დებიუტს 1994 წელს მოჰყვა კლიპი – „Big Time Sensuality”. ამის შემდეგ ბიორკის ვიდეოები ყოველთვის თვალისმომჭრელი და ექსცენტრიკულია.

2017 წლის ნოემბერში, ბიორკის ბოლო ალბომის – “Utopia-ს” გამოსვლის აღსანიშნად შეგვიძლია გადავხედოთ იმ თემებსა და ეფექტებს, რომლებიც ბიორკის ვიდეოკლიპებისთვის დამახასიათებელი გახდა.

მისი დაახლოებით 24 ვიდეო გადაღებულია შავ ფონზე – უკიდეგანო სიცარიელე და ბიორკის კონცენტრირებული, კაშკაშა, მხურვალე ხედვა; მიკროსკოპული ბიოლოგია და ლაზერული სინათლის წერტილების კონტრასტი ბრტყელ, შავ ფონთან.

ბიორკის ვიდეოები თავისებურად განვითარდა და უფრო ხშირად გვხვდება კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ხვეული, წვრილი საცეცები. ძაფი ნელ-ნელა ეხვევა მას, აბრეშუმი კი ევლება მის ტანსაცმელს. როდესაც ვიდეოში ჩანს ბუნება ან მოძრავი მცენარე, ფლორა ტალღისებურ, წყნარ, ხვეულ მოძრაობებს იწყებს.

ბიორკის ხელწერის განვითარება შეგვიძლია ერთი სიტყვით დავახასიათოთ – მძვინვარე. სწრაფ ტემპში მისი მოძრაობის დიაპაზონი კულმინაციას აღწევს – საკუთარი სხეულის რხევა, ხშირ შემთხვევაში, სიამოვნებითაა გამოწვეული. ბიორკის ვიდეოებში ხშირად ვხედავთ ადამიანის სხეულს შიგნიდან და ამავდროულად, შევიმეცნებთ.

თუკი ვინმემ იცის კამერის წინაშე ემოციურად თამაში, ეს ბიორკია. ახლო ხედით გადაღება ბევრი მუსიკოსისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ბიორკი ამას ყოველ ჯერზე სრულიად განსაცვიფრებელი და დასამახსოვრებელი მანერით, განსხვავებულად ახერხებს.

ვულკანური ქვის მინდვრები, უნაყოფო მთები, ამწვანებული ტყე და ცივი, განიერი მდინარე განაპირობებს ბიორკის სამყაროს. სწორედ ისლანდიის ბუნებამ განსაზღვრა ბიორკის თავისებურება და ის მინიმუმ 12 ვიდეოკლიპში მსმენელს სამშობლოს პეიზაჟებს უზიარებს.

2017 წლის ბოლო დღეებში ბიორკმა, თავის ბოლო ალბომ “უტოპიას” ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ვიდეოკლიპი – Arisen my senses წარმოადგინე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი დახასიათებების უმეტესობას იმეორებს. ასეთია ბიორკის კლიპების ანატომია.

ბიორკის კლიპების ანატომიის ანიმირებული ინგლისურენოვანი ვერსიისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე

წყარო: ceros.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.