100 სტატუსი ბახალასთვის
გააზიარე სტატია
როგორც ცნობილია, 23 იანვარს თბილისის სასამართლომ ბახალა (გიორგი გიორგანაშვილი) დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსის) შენახვაში, რისთვისაც 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გიორგანაშვილს არავისთვის მიუყენებია რაიმე სახის დაზიანება ან ზარალი, ასევე, საქმეში არსებული ბევრი საეჭვო და გამოუძიებელი გარემოების გამო, არსებულ მკაცრ განაჩენს არალეგიტიმურად მიიჩნევს უამრავი ადამიანი, ვისი ფეისბუკ-სტატუსების მცირე ნაწილსაც ამ პოსტში ვუყრით თავს.
იმედი გვაქვს, რომ ეს პროტესტი გასცდება სოციალური ქსელის ფარგლებს და შეძლებს შეამციროს უსამართლობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში.